მოძებნე პროგრამის შედეგები

სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია (37 01 03)

გამოყოფილია 94.67 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაცია.სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-მექანიზმებისა და მოწყობილობების შეძენა სამელიორაციო ობიექტებზე ...

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაცია.სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-მექანიზმებისა და მოწყობილობების შეძენა სამელიორაციო ობიექტებზე საექსპლუატაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლად; შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ სუბსიდირება სარწყავი და დამშრობი სისტემების ინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაციის ღონისძიებებისათვის, მექანიკური სატუმბი სადგურების ფუნქციონირებისათვის მოსახმარი ელექტროენერგიის, სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მანქანა-მექანიზმების მოვლა-შენახვის ღონისძებებისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად.

წყლის რესურსების ეფექტური და ეკონომიური გამოყენება; სარწყავი მიწების წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესება; დაშრობილი და გასარწყავებული მიწის ფართობის ზრდა; სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება;
·         საანგარიშო პერიოდში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 44 ობიექტზე, მათ შორის საირიგაციო სისტემებზე - 37 ობიექტი, ხოლო დამშრობ სისტემებზე - 7 ობიექტი. 21 ობიექტზე მიმდინარეობდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელება განაპირობებს წყლის რესურსების ეფექტურ და ეკონომიურ გამოყენებას, გასარწყავებული ფართობების ზრდას და სარწყავი მიწების წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესებას.
დამატებით 12-14 ათასი ბენეფიციარისთვის მორწყვის გარანტირებული შესაძლებლობა ; 19 000 ჰა -ით გაზრდილი სარწყავი მიწების მაჩვენებელი, 3280 ჰა დაშრობილი ფართობი, 17 000 ჰექტარზე სარწყავი წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესება
·         რეგულარულ სარწყავში გადაყვანილი მიწის ფართობი (დამატებით გასარწყავებული ფართობი) 12.4 ათასი ჰექტარი; ·         სარწყავი მიწების წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესება 9.0 ათასი ჰექტარი; ·         ფართობებიდან ჭარბი წყლის მოცილება 0.62 ათასი ჰექტარი; ·         დამშრობ სისტემებზე რეაბილიტირებული ფართობი 1.37 ათასი ჰექტარი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019