ზოგადი განათლების ღიაობა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ინკლუზიური სწავლების გაფართოება; ...
ზოგადი განათლების ღიაობა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ინკლუზიური სწავლების გაფართოება; საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ჩართვა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს, სრულად განახორციელონ მათთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები; მასწავლებელთა კვალიფიკაციის დონის ამაღლება და მათი ხელფასების ეტაპობრივი ზრდა. ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების და აკრედიტაციის სისტემების ჩამოყალიბება, სწავლების ხარისხის დადგენისა და შეფასების მეშვეობით ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა და მართვა; საქართველოს საჯარო სკოლების ყველა კლასის მოსწავლისათვის, ასევე კერძო სკოლების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების მოსწავლე შვილებისათვის სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ გაცემა; ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეებისათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა; საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით ინგლისური ენის სწავლების გაძლიერება; საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრა და დისციპლინის გაუმჯობესება.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019