მოსახლეობის პროფესიულ - საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება, პირის პროფესიული განვითარების, პროფესიული კარიერისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა; ...
მოსახლეობის პროფესიულ - საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება, პირის პროფესიული განვითარების, პროფესიული კარიერისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა; პროფესიული განათლებისა და მომზადების ერთიანი, ხარისხიანი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება; პროფესიული განათლების განვითარების 2013-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება და განხორციელება; პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა; პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის ჩამოყალიბება. კარიერული განვითარების გზებისა და მობილურობის სქემების შემუშავება და რჩევების შეთავაზება; ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის ცოდნის დონისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციების თანამშრომელთა გადამზადება; ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; მაღალკვალიფიციური, შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება ინფორმაციული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებით; ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვა (მ.შ. საჯარო სკოლებში), ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლისა და სწავლების მეთოდების შემოღება და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა შესაბამისი ინტერნეტ-კავშირის უზრუნველყოფით.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019