არსებული დოკუმენტების დაცვა/შენახვის პირობების გაუმჯობესების, დაცვის სისტემებით აღჭურვის, ახალი დოკუმენტებისათვის დამატებითი საცავების შექმნის და არქივის თანამშრომელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ზუგდიდის ...
არსებული დოკუმენტების დაცვა/შენახვის პირობების გაუმჯობესების, დაცვის სისტემებით აღჭურვის, ახალი დოკუმენტებისათვის დამატებითი საცავების შექმნის და არქივის თანამშრომელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ზუგდიდის და ახალციხის რეგიონული არქივების შენობების კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება და ახალი, დამატებითი საცავების მშენებლობა. აგრეთვე, ქუთაისში არქივის ახალი შენობის აშენება;ცენტრალიზაციის მომდევნო ეტაპის შედეგად, 47 ადგილობრივი არქივის დოკუმენტების 6 რეგიონულ არქივში განთავსება; მოქალაქეზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვის და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მომსახურების ელექტრონული პროგრამების ახალი პარამეტრების შემუშავება, არსებული ელექტრონული პროგრამების განახლება და დახვეწა.მკვლევართა აღრიცხვისა და მართვის სისტემის, საარქივო დოკუმენტების (ფოტო-ვიდეო-ფონო-ტექსტური დოკუმენტების, რუკების) ელექტრონული კატალოგების, გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა (GIS), სივრცითი ძიების პროგრამისა და ონლაინ მომსახურების რეჟიმი, დანერგვა; მოქალაქეთა მომსახურების პროგრამის პარამეტრების გაუმჯობესება, ასევე ეროვნული საარქივო ფონდის ელექტრონული დოკუმენტების არქივის შექმნა და სრულყოფა დოკუმენტების ელექტრონული ასლების ხელმისაწვდომობის გაზრდის, ფიზიკური და იურიდიული პირების სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების, დოკუმენტების დედნების შენარჩუნებისა და ეროვნული მეხსიერების დაცულობის უზრუნველყოფის მიზნით;სკანირების აპარატურის კალიბრაციისა და ოპერირების პროგრამის, სკანირების პროცესის მონიტორინგის სისტემის, სკანირებული დოკუმენტების ელექტრონული რეესტრისა და ანოტირების სტანდარტების შემუშავება და დანერგვა;
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019