მოძებნე პროგრამის შედეგები

იუსტიციის სახლის მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობა (26 09)

გამოყოფილია 99.32 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - იუსტიციის სახლი

პროგრამის აღწერა და მიზანი

მომსახურების ხარისხის განვითარების მიზნით სსიპ - იუსტიციის სახლის წინა ხაზის თანამშრომლების პერიოდული გადამზადება, პროდუქტებისა და მომსახურების პროცესების განვითარება, იუსტიციის სახლში დამატებითი კერძო და სახელმწიფო ...

მომსახურების ხარისხის განვითარების მიზნით სსიპ - იუსტიციის სახლის წინა ხაზის თანამშრომლების პერიოდული გადამზადება, პროდუქტებისა და მომსახურების პროცესების განვითარება, იუსტიციის სახლში დამატებითი კერძო და სახელმწიფო სერვისების ინტეგრაცია, მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის რეგულარული განხორციელება; სერვისების ცნობადობის ზრდის მიზნით მარკეტინგული და პიარ ღონისძიების განხორციელება. საერთაშორისო მასშტაბით იუსტიციის სახლის კონცეფციის ექსპორტის მიზნით და ბრენდის პოპულარიზაცია დაინტერესებულ ქვეყნებში. იუსტიციის სახლების შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით მომარაგება. იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იგეგმება ღონისძიებები სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ხარვეზის გამოვლენისა და მათი აღმოფხვრის მიზნით;საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ახალი ფილიალების აშენება.

მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე მათთვის სერვისის მაღალკვალიფიციური მიწოდება;კმაყოფილი მომხმარებლების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი;იუსტიციის სახლში არსებულ სიახლეებზე ინფორმირებული მომხმარებლების რაოდენობის მაღალი მაჩვენებელი;იუსტიციის სახლის კონცეფციის გაზიარება დაინტერესებული უცხო სახელმწიფოებისათვის; იუსტიციის ახალი სახლები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ცენტრში: ფოთში, მცხეთაში, თიანეთში, ყაზბეგში, ბორჯომში, სამტრედიაში, ლაგოდეხში.
·         მომხმარებლებისთვის მიწოდებული მაღალკვალიფიციური სერვისი; ·         კმაყოფილი მომხმარებლების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი; ·         განხორციელებული აქტივობების შედეგად (სხვადასხვა მარკეტინგული თუ პიარღონისძიებები) იუსტიციის სახლში არსებულ სიახლეებზე ინფორმირებული მომხმარებლების რაოდენობის მაღალი მაჩვენებელი; ·         საანგარიშო პერიოდში მიღებული მრავალრიცხოვანი დელეგაციები; ·         იუსტიციის სახლის ახალაშენებული და აღჭურვილი ფილიალები; ·         იუსტიციის სახლის მშენებარე ფილიალები.
იუსტიციის სახლის ფილიალის გახსნა ყველა იმ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა საშუალოდ 20 000 - 30 000-ს უტოლდება ან აღემატება ; კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტესტირებაში თანამშრომელთა 85%-ის მიერ მინიმალური ზღვრის გადალახვა ; ხარისხის სტანდარტის დახვეწის ხარჯზე მისტიური კვლევით მიღებული საშულო ქულა − 90
·         კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტესტირებაში თანამშრომელთა 99.5%-მა გადალახა მინიმალური ზღვარი; ·         მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის საფუძველზე მომხმარებელთა კმაყოფილების დონემ შეადგინა − 86%; ·         მიღებულია 385 დელეგაცია; 32 დელეგაციისთვის, მათივე დაინტერესებიდან გამომდინარე, ჩატარდა დეტალური პრეზენტაცია (ამ ეტაპზე მემორანდუმი არ გაფორმებულა); ·         გაიხსნა ლენტეხის საზოგადოებრივი ცენტრი და იუსტიციის სახლის სამი ახალი ფილიალი ფოთში, თიანეთსა და ყაზბეგში; მიმდინარეობს ბორჯომის, ლაგოდეხისა და ონის იუსტიციის სახლების სამშენებლო სამუშაოები.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019