მოძებნე პროგრამის შედეგები

ელექტრონული მმართველობის განვითარება (26 05)

გამოყოფილია 95.99 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

არსებული საინფორმაციო სისტემებისთვის მონაცემთა ადაპტერის დამატება ერთიან სისტემასთან კავშირის უზრუნველსაყოფად. ინფორმაციასთან წვდომის გაუმჯობესება, მისი დაცულობა და საიმედოობა. სისტემის საშუალებით ახალი ...

არსებული საინფორმაციო სისტემებისთვის მონაცემთა ადაპტერის დამატება ერთიან სისტემასთან კავშირის უზრუნველსაყოფად. ინფორმაციასთან წვდომის გაუმჯობესება, მისი დაცულობა და საიმედოობა. სისტემის საშუალებით ახალი კომბინირებული ელექტრონული სერვისების შექმნა. მოსახლეობისთვის მომსახურების მიწოდება ერთი ფანჯრის პრინციპით და ნაკლები დანახარჯებით;მოქალაქის პორტალში ყველა იმ ელექტრონული სერვისის ინტეგრირება, რომელთაც ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები სთავაზობენ მოქალაქეებს, ბიზნესს თუ არასამთავრობო სექტორს;საკონტეინერო გადაზიდვების პროცესში (იმპორტ/ექსპორტი) ჩართული კერძო და სახელმწიფო სუბიექტებს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესის გამარტივების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდამჭერი სისტემის შექმნა;საკონტეინერო გადაზიდვების განხორციელება ბათუმისა და ფოთის პორტის გავლით. სისტემამ უნდა მოიცვას ყველა სახის სახმელეთო და საჰაერო ტვირთი. სისტემის ინტეგრაცია მსგავსი პროფილის საერთაშორისო სისტემებთან;სახელმწიფო დაწესებულებებს შორის ოფიციალური დოკუმენტბრუნვის განხორციელება ელექტრონულად, ერთიან სტანდარტზე დაფუძნებით და ინფორმაციის გაცვლის დაცული ინფრასტრუქტურის ფარგლებში;ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტანდარტების ჩამოყალიბება;სპეციალური კითხვარის შემუშავება, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო დაწესებულებებს საშუალება მიეცემათ, შეაფასონ საკუთარი მონაცემები და მოახდინონ იმ ცხრილების, მონაცემთა მასივებისა და ელექტრონული სერვისების იდენტიფიცირება, რომელთა გამოქვეყნებაც შესაძლებელია ღია მონაცემების პორტალზე − data.gov.ge;ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სახელმწიფო სისტემის შექმნა.

მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ჩართული ის სახელმწიფო ორგანიზაციები და მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომლებიც ახორციელებენ ელექტრონული სერვისების მიწოდებას; სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისების (მათ შორის, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ელექტრონული სერვისები) ხელმისაწვდომობის ზრდა მოქალაქის პორტალის მეშვეობით; ერთიანი სავაჭრო ქსელის სისტემის გაშვება და მისი მოქმედების არეალის ზრდა; ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სახელმწიფო სისტემაში ჩართული სახელმწიფო დაწესებულებები და შესაბამისად გაზრდილი დოკუმენტბრუნვა; მონაცემთა ერთიან სახელმწიფო რეესტრში ასახული საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მონაცემთა ზრდა;ღია მონაცემების იდენტიფიკაციის, შეგროვების, გამოქვეყნებისა და შეფასების ადმინისტრაციული მექანიზმისა და შესაბამისი პროცედურების შექმნა. ღია მონაცემების პორტალის შემუშავება; ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებში; მსხვილ სახელმწიფო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ორგანიზაციებში ინციდენტების გამოვლენის ზრდა.
·         მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ჩართული სახელმწიფო ორგანიზაციების რაოდენობა; მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში წინა წელთან შედარებით 6-ჯერ გაზრდილი ტრანზაქციების ჯამური რაოდენობა; ·         მოქალაქის პორტალზე სრულად რეალიზებული მოქალაქის ფუნქციონალი, ინტეგრირებული ახალი სერვისები; ·         განახლებული ერთიანი სავაჭრო ქსელის სისტემის განვითარების პროცესი. იმპორტის პარალელურად დაიწყო ექსპორტის პროცესების სრული ავტომატიცაზია; ·         მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ჩართული ახალი სუბიექტები, გაზრდილი დოკუმენტბრუნვა; ·         სახელმწიფო დაწესებულებიდან ღია მონაცემების პორტალზე (data.gov.ge) გამოქვეყნებული მონაცემები. შემუშავებული პორტალის განვითარების პროექტი და დეტალური სამოქმედო გეგმა; ·         დაწყებულია ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის დანერგვა სახელმწიფო დაწესებულებებსა და კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებში.
მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ტრანზაქციების რაოდენობა ; მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ჩართული იმ სახელმწიფო ორგანიზაციებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების რაოდენობა ; ღია მონაცემების პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემთა ცხრილი (dataset) და API ; სახელმწიფო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის სერვისის საშუალებით გაგზავნილი ელექტრონული გზავნილის რაოდენობა
·         2015 წელს მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში დამატებით ჩაერთო 26 ახალი ორგანიზაცია. ამ პერიოდში ინფრასტრუქტურაში ტრანზაქციების რაოდენობამ გადააჭარბა 55 მილიონს; ·         მოქალაქის პორტალზე არსებული სახელმწიფო სერვისებიდან ინტეგრირებულია 56 სერვისი. ასევე, თითოეულ მოქალაქეს საშუალება აქვს, პორტალიდან გადაიხადოს 80-მდე კომუნალური და სხვა სახის გადასახადი. სახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვნის სერვისით „My.gov.ge“-ს მეშვეობით 2015 წელს სახელმწიფო დაწესებულებებში გაგზავნილია 584 წერილი; ·         ჩატარდა ექსპედიტორების ტრენინგი ერთიანი სავაჭრო ქსელის სისტემის გამოყენებაში, რომელსაც ესწრებოდა 40-მდე ექსპედიტორი; ·         2015 წლის 12 თვეში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სახელმწიფო ინფრასტრუქტურის გავლით გაიგზავნა 344 183 ოფიციალური ელექტრონული დოკუმენტი; ·         რეალიზებულია და რეალურ რეჟიმში გაშვებულია პორტალი − data.gov.ge. პორტალზე 2015 წელს ჯამურად ატვირთულია 207 მონაცემთა ცხრილი, სულ ღია მონაცემების პორტალზე განთავსებულია 263 ცხრილი. ჩამოტვირთვების ჯამურმა რაოდენობამ წლის განმავლობაში გადააჭაბა 20 000-ს; ·         2015 წელს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა დანერგილია 2 უწყებაში (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ეროვნული ბანკი), დანერგვა მიმდინარეობს კრიტიკული ინფორმაციული სისტემების 13 სუბიექტში. ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის დანერგვაში მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სპეციალისტებმა 2015 წელს კონსულტაცია გაუწიეს 15 ორგანიზაციას. OTRS სისტემის ამუშავების შემდეგ, 2015 წელს, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებში დაფიქსირდა 471 ინციდენტი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019