მოძებნე პროგრამის შედეგები

სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა (37 02)

გამოყოფილია 121.77 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია“ ; სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“

პროგრამის აღწერა და მიზანი

სურსათის უვნებლობის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდება: ...

სურსათის უვნებლობის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდება: სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოების ინსპექტირება, სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგი და პროდუქციის ლაბორატორიული კვლევა; თურქულის, ჯილეხის, ცოფისა და ბრუცელოზის ვაქცინაცია და ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა; სადეზინფექციო სამუშაოების უზრუნველყოფა და ლეშების გაუვნებლობა ინსენერატორის მეშვეობით; ცხოველთა იდენტიფიკაცია/პასპორტიზაციის სისტემის ჩამოყალიბება; ვეტერინარული აფთიაქებისა და სამკურნალოების მონიტორინგი; საკარანტინო და მავნე ორგანიზმების გავრცელების წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება და პესტიციდების/აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლი; რეკომენდაციების გამოცემა ფერმერთა ზოგადი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით; ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური და არაინფექციური დაავადებების, მცენარეთა საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა;ყირიმ-კონგოს ცხელების გავრცელების ადგილებში ცხოველების, მათი სადგომებისა და საძოვრების ინსექტო-აკარიციდიული დამუშავება;სურსათის/ცხოველის საკვების და სასმელი წყლის ხარისხისა და უსაფრთხოების მაჩვენებლების ლაბორატორიული კვლევა;მსხვილფეხა პირუტყვის ნოდულარული დერმატიტით დაავადების მაღალი რისკის ზონებში პირუტყვის ვაქცინაცია;

სამომხმარებლო ბაზარზე მავნე სურსათის რეალიზაციის ფაქტების შემცირება/აღკვეთა; განსაკუთრებით საშიში მავნებლებისგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა და მოსავლის შენარჩუნება კლიმატური პირობების გათვალისწინებით; ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიღწევა-შენარჩუნება და სამომხმარებლო ბაზარზე უვნებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების განთავსება; ბაზარზე უსაფრთხო პრეპარატების მიმოქცევა და წუნდებული პროდუქციის შემცირება/აღკვეთა; ლაბორატორიაში საკვლევად წარმოდგენილი ვარგისი ნიმუშების ოპტიმალურ ვადაში სწორი ტესტირება, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს ამა თუ იმ დაავადებების პროფილაქტიკა და გამოვლენის შემთხვევაში ლოკალიზება-ლიკვიდაცია.
·         გატარებული ღონისძიებების შედეგად სამომხმარებლო ბაზარზე აღკვეთილ იქნა მავნე სურსათის რეალიზაციის ფაქტები; ·         ცხოველთა ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ განხორციელებული პროფილაქტიკური ვაქცინაციის და დაავადების კერებში გატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყანაში მიღწეულია სტაბილური ეპიზოოტიური სიტუაცია. შემცირებულია ცხოველებში და ადამიანებში ზოონოზური დაავადებებით გამოწვეული შემთხვევების რაოდენობა. თავიდან იყო აცილებული საერთაშორისო ვაჭრობის შეზღუდვის რისკები (ექსპორტი, ტრანზიტი). ხელსაყრელი გარემოა შექმნილი ცოცხალი ცხოველებისა და მეცხოველეობის ნედლეულის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით. იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის საშუალებით გაადვილებულია მიკვლევადობის პროცესი, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 500.0 ათასა-მდე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი; ·         მავნებლის გავრცელების კერებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბიოლოგიურმა ეფექტმა შეადგინა 80-85%, დამუშავებულ ფართობებზე შენარჩუნდა მოსავალი და მწვანე საფარი. ფიტოსანიტარიული მონიტორინგის შედეგად დროულად განისაზღვრა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ვადები და ჩატარების ადგილები; ·         გატარებული ღონისძიებების შედეგად აღკვეთილ იქნა ბაზარზე უხარისხო ვეტერინარული პრეპარატების მიმოქცევის ფაქტები.
ცხოველთა ზოონოზური დაავადებების რაოდენობა, ცხოველების ექსპორტის რაოდენობა და გეოგრაფიული არეალი ; სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი ბიზნეს-ოპერატორების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან ; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (მცენარეული/ცხოველური) ექსპორტის ზრდა ; მავნებელი სურსათით გამოწვეული მოწამვლის შემთხვევების შემცირება ; საკვლევად წარმოდგენილი ყველა ვარგისი ნიმუშის გამოკვლევის დრო და სიზუსტე
·         აღებული იქნა სურსათის (მ.შ. სასმელი წყლის) 4 226 ნიმუში/სინჯი. მონიტორინგი - დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა სურსათის 8 234 ბიზნეს ოპერატორთან. შემოწმებისას 1 240 შემთხვევაში გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევები და დაჯარიმდა 1 240 ბიზნეს-ოპერატორი. განადგურებული იქნა: 39 223 კილოგრამი ხორცი და ხორცპროდუქტები, 45 289 კილოგრამი სხვა მყარი სურსათი, 4 498 ლიტრი თხევადი სურსათი და 11 403 ცალი სასურსათო კვერცხი; ·         გეგმიური ინსპექტირება განხორციელდა სურსათის მწარმოებელ 3 794 საწარმოში, ხოლო არაგეგმური ინსპექტირება - 558 ბიზნესოპერატორთან, აღიარება - 147 ბიზნესოპერატორთან და გადამოწმდა 3 725 ბიზნესოპერატორი. გაიცა 52 199 რეკომენდაცია აღმოჩენილ არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე, შედეგად მიცემული რეკომენდაციების გონივრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო 434 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა 162 ბიზნესოპერატორი. ·         თურქულის დაავადებაზე პროფილაქტიკური მიზნით ვაქცინირებულია 1 541.1 ათასი სული მსხვილფეხა და 865.1 ათასი სული წვრილფეხა პირუტყვი; ·         ჯილეხზე პროფილაქტიკის მიზნით ვაქცინირებულია 451.8 ათასი სული მსხვილფეხა, 380.0 ათასი სული წვრილფეხა პირუტყვი და 5.1 ათასი კენტჩლიქიანი ცხოველი. იძულებით პროფილაქტიკური ვაქცინაცია ჩაუტარდა 19.0 ათას სულ ჯილეხის ამთვისებელ ცხოველს. 2012 წელთან შედარებით, როდესაც არ ხორციელდებოდა ჯილეხის საწინააღმდეგო პროქფილაქტიკური ვაქცინაცია, დაავადების გამოვლინება 25%-ით შემცირდა ცხოველებში, ხოლო ადამიანებში 52%-ით. ·         ცოფზე პროფილაქტიკური მიზნით ვაქცინირებულია 257.5 ათასი სული შინაური ხორცისმჭამელი ცხოველი (ძაღლი, კატა). ცოფით დაავადების კერებში იძულებით პროფილაქტიკური ვაქცინაცია ჩაუტარდა 46.6 ათას სულ ცოფის ამთვისებელ ცხოველს. 2014 წელთან შედარებით დაავადების გამოვლინება 20%-ით შემცირდა შინაურ ხორცისმჭამელ ცხოველებში (ძაღლი, კატა) და ჰიდროფობიის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ადამიანებში (2014 წელს ჰიდროფობიით გარდაცვლილია 4 ადამიანი). ·         ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულია 167.8 ათასი სული მსხვილფეხა პირუტყვი, ხოლო თხის და ცხვრის ყვავილის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულია 1 416.9 ათასი სული ცხვარი და თხა; ·         ბრუცელოზზე გამოკვლეულია 68.2 ათასი სული მსხვილფეხა პირუტყვი მათ შორის დადებითად მორეაგირეა 1.1 ათასი სული (1,7%); ·         ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგოდ მაღალი რისკის ზონებში ინსექტოაკარიციდული საშუალებებით დამუშავებულია 12.9 ათასი მსხვილფეხა პირუტყვი, 3.6 ათასი ცხოველის სადგომი და 30 ჰექტარი საძოვარი. 2014 წელთან შედარებით, დაავადების გამოვლინება და ადამიანებში ლეტალური გამოსავალი შემცირებულია 75%-ით. ·         იდენტიფიკაცია ჩაუტარდა 386.2 ათას სულ მსხვილფეხა და 92.4 ათას სულ წვრილფეხა პირუტყვს; ·         ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ფართობმა შეადგინა 498 ჰექტარი, კალიების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ფართობმა - 33.4 ათასი ჰექტარი; ·         შემოწმდა პესტიციდების 93 სარეალიზაციო ობიექტი, ლაბორატორიული კვლევებისთვის აღებულ იქნა პესტიციდების 170 ნიმუში. პესტიციდების ხარისხობრივი მაჩვენებლების გამოკვლევებისას უარყოფითი ლაბორატორიული შედეგის საფუძველზე დაჯარიმდა 5, ხოლო სარეალიზაციო ქსელში აღმოჩენილი პესტიციდების მარკირების წესის დარღვევისათვის დაჯარიმდა 3 მეწარმე. ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის უქონლობის გამო დაჯარიმდა 3 მეწარმე. ·         ქვეყნის ტერიტორიაზე 9 საკარანტინო მავნე ორგანიზმების გავრცელების დასადგენად რეგიონებში აღებული იქნა 365 ნიმუში. აჭარის რეგიონში 3 შემთხვევაში გამოვლინდა კარტოფილის საკარანტინო ორგანიზმი - კარტოფილის კიბო; ·         ვეტერინარული პრეპარატების ხარისხის მონიტორინგის მიზნით შეძენილი და გამოკვლეული იქნა ვეტერინარული პრეპარატის 201 ნიმუში. კონტროლქვემდებარე ობიექტების საქმიანობის ინსპექტირების მიზნით შემოწმებული იქნა 230 ობიექტი. მათ შორის: 199 ვეტფთიაქი, 12 ზოომაღაზია-ვეტაფთიაქი, 3 ვეტაფთიაქი-ვეტკლინიკა, 4 ზოომაღაზია, 6 ვეტკლინიკა, 1 ვეტკლინიკა-ვეტაფთიაქი-ზოომაღაზია, 1 ვეტკლინიკა-ზოომაღაზია, 3 საბითუმო ბაზა და 1 პრეპარატების დამამზადებელი საწარმო; ·         განხორციელდა ლაბორატორიული კვლევა 294.1 ათას ვარგის ნიმუშზე.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019