მოძებნე პროგრამის შედეგები

ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და მთარგმნელობითი ცენტრის განვითარება (26 10)

გამოყოფილია 42.71 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებში არსებული ევროპული კანონმდებლობის, სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისი ქართული ნორმატიული ბაზის თარგმნის ...

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებში არსებული ევროპული კანონმდებლობის, სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისი ქართული ნორმატიული ბაზის თარგმნის განხორციელება;საქართველოს ნორმატიული აქტების თარგმნა ინგლისურ ენაზე და ევროკავშირის კანონმდებლობის თარგმნა ქართულ ენაზე. თარგმნილი სამართლებრივი აქტების ოპერატიული განთავსება ვებ-გვერდზე და მათი სრული ხელმისაწვდომობა დაინტერესებული მომხმარებლისათვის.

ტერმინოლოგიაზე მუშაობის შემუშავებული მეთოდი და შექმნილი, სისტემატიზებული და ადმინისტრირებული ტერმინოლოგიური ბაზა; თარგმნილი ვერსიებისა და საჯარო ტერმინოლოგიური ბაზის ხელმისაწვდომობა; თარგმანის ხარისხის მართვის მექანიზმის დანერგვა.
·         ნათარგმნი/რედაქტირებული აქტების საფუძველზე ტერმინოლოგიური ბაზის განახლება და სრულყოფა; ·         საკანონმდებლო აქტების ინგლისურ ენაზე გეგმურად თარგმნა, რედაქტირება, სისტემატიზაცია, კონსოლიდირება და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსება; ·         ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ქართულ ენაზე თარგმნა/რედაქტირება.
შესრულებული თარგმანის სიზუსტე − 100% ; 2015 წლის ბოლოსთვის თარგმნილი 200 საკანონმდებლო აქტი ინგლისური ენაზე
·         ტერმინოლოგიურ ბაზას დაემატა 2 000 ახალი ტერმინი; ·         ითარგმნა 88 საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტი, მათში შეტანილი და შესატანი ცვლილებების პროექტები, ჯამურად − 3 819 გვერდი; ·         ხელმისაწვდომობა, თარგმნის სიზუსტე − 100%; ·         ითარგმნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფიდან (586 გვერდი) და სხვა სამთავრობო სტრუქტურებიდან მიღებული (324 გვერდი) ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებული დოკუმენტები; ·         2015 წლის განმავლობაში სულ ითარგმნა 4 729 გვერდი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019