სააგენტოს ინფრასტრუქტურის განვითარება, სასერვერო ინფრასტრუქტურის გაძლიერება;გეოგრაფიული ობიექტების, მისი ნაწილებისა და კომპლექსების დამისამართება. ბინების, გზების, ქუჩების, პარკების, სკვერების და ა.შ. ...
სააგენტოს ინფრასტრუქტურის განვითარება, სასერვერო ინფრასტრუქტურის გაძლიერება;გეოგრაფიული ობიექტების, მისი ნაწილებისა და კომპლექსების დამისამართება. ბინების, გზების, ქუჩების, პარკების, სკვერების და ა.შ. აღწერა-ინვენტარიზაცია, უძრავი ქონების მესაკუთრეების იდენტიფიკაცია. სამისამართო სისტემის მოწესრიგება, შენობა-ნაგებობებისა და სხვა ფართებისათვის ნუმერაციის მინიჭება, ქუჩის სახელდებისათვის საჭირო სამისამართო პროექტების მომზადება; სახელმწიფო გეოდეზიური გეგმური და სიმაღლური საფუძვლის შესაქმნელად საჭირო მუდმივმოქმედი რეფერენსული GPS სადგურების ქსელის გაფართოვება, არსებული სახელმწიფო გეგმური გეოდეზიური ქსელის რეკონსტრუირება; ახალი ციფრული ტოპოგრაფიული რუკების შექმნის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის ღონისძიებების ფარგლებში პრობლემური არეალების შერჩევა, გამოკვლევა და საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა, სახელმწიფო ამზომველების ქსელის ფორმირება, მიწის ნაკვეთების აზომვების განხორციელება GEO-CORS-ის გამოყენებით.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019