Find program results

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობა (26 11)

Allocated 0 c

Program implementer

სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

Program description

სააგენტოს ინფრასტრუქტურის განვითარება, სასერვერო ინფრასტრუქტურის გაძლიერება;გეოგრაფიული ობიექტების, მისი ნაწილებისა და კომპლექსების დამისამართება. ბინების, გზების, ქუჩების, პარკების, სკვერების და ა.შ. ...

სააგენტოს ინფრასტრუქტურის განვითარება, სასერვერო ინფრასტრუქტურის გაძლიერება;გეოგრაფიული ობიექტების, მისი ნაწილებისა და კომპლექსების დამისამართება. ბინების, გზების, ქუჩების, პარკების, სკვერების და ა.შ. აღწერა-ინვენტარიზაცია, უძრავი ქონების მესაკუთრეების იდენტიფიკაცია. სამისამართო სისტემის მოწესრიგება, შენობა-ნაგებობებისა და სხვა ფართებისათვის ნუმერაციის მინიჭება, ქუჩის სახელდებისათვის საჭირო სამისამართო პროექტების მომზადება; სახელმწიფო გეოდეზიური გეგმური და სიმაღლური საფუძვლის შესაქმნელად საჭირო მუდმივმოქმედი რეფერენსული GPS სადგურების ქსელის გაფართოვება, არსებული სახელმწიფო გეგმური გეოდეზიური ქსელის რეკონსტრუირება; ახალი ციფრული ტოპოგრაფიული რუკების შექმნის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის ღონისძიებების ფარგლებში პრობლემური არეალების შერჩევა, გამოკვლევა და საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა, სახელმწიფო ამზომველების ქსელის ფორმირება, მიწის ნაკვეთების აზომვების განხორციელება GEO-CORS-ის გამოყენებით.

განსახორციელებელი პროექტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი განახლებული ინფრასტრუქტურა;მონაცემთა დამუშავების სიჩქარის გაზრდა, საინფორმაციო ტექნოლოგიური მხარდაჭერა, სამისამართო სისტემის სრულყოფილი ბაზის შექმნა, ციფრული მონაცემების უზუსტობის გამორიცხვა, ელექტრონულ არქივზე დაინტერესებული პირების წვდომის ამაღლება, შემცირებული დავები მესაკუთრეთა შორის;ქვეყნის ტერიტორიაზე ერთგვაროვანი და უზუსტესი ადგილმდებარეობისა და სიმაღლის განსაზღვრის შესაძლებლობა GPS მოწყობილობის მეშვეობით, ტოპოგრაფიული რუკების შექმნა, სხვადასხვა ობიექტის (ჰესების, გზების, რკინიგზების და სხვა) დაპროექტება და მშენებლობა ნაკლები დანახარჯებით;ცენტრალიზებული ელექტრონული არქივი, ერთიან საძიებო სისტემაში კონსოლიდირებული დოკუმენტები მომხმარებელზე ორიენტირებული სარეგისტრაციო პროცედურები უძრავი ქონების ბაზრის განვითარების მხარდაჭერა.
აღდგენილი გრავიმეტრიული პუნქტების, განხორციელებული სანიველირო სვლებისა და აერო-ფოტოგადაღებების რაოდენობა ; მუდმივმოქმედი საბაზისო სადგურებისა და ამ სადგურების ქსელში მომხმარებელთა რაოდენობა ; მიწის რეგისტრაციის მონაცემების დაზუსტება, მიწების პირველადი რეგისტრაციების დასრულება ; მოწესრიგებული სამისამართო სისტემა და დამისამართებული ობიექტების რაოდენობა ; განახლებული აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის რაოდენობა ; ციფრულ მატარებელზე გადატანილი სააღრიცხვო წიგნების რაოდენობა და მოცულობა ; შექმნილი ორთო-ფოტო გეგმების მოცულობა და სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა ; სკანირებული კარტოგრაფიული მასალების მოცულობა ; დამუშავებული სარეგისტრაციო და დიგიტალიზებული საარქივო მასალების მოცულობა

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022