Find program results

სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მართვა, მათ შორის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განხორციელება (26 01)

Allocated 413.46 c

Program implementer

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

Program description

სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, რეგულირება და მართვა;საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა ...

სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, რეგულირება და მართვა;საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და კონტროლი;სისხლის სამართლის რეფორმაში ჩართულ უწყებებს, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მიმდინარე რეფორმის მონიტორინგი;სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა − სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირება, ორგანიზაციული და ანალიტიკური მხარდაჭერა;უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნოს ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება და მონიტორინგის მექანიზმის დახვეწა;სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სექტორული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ყოველწლიური განახლება;იმპლემენტაციის პროცესში უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;წლიური პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადება, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფინანსური შეთანხმების პირობების შესრულების ხელშეწყობა. პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადება და ევროპის კავშირის დელეგაციისათვის წარდგენა;საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვა. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმა, საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება სისხლის სამართლის პროცესში დაცვის მხარის უფლებების გაზრდისა და შეჯიბრებითობის უზრუნველსაყოფად;არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემუშავება. არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მომზადება, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდების მექანიზმის დახვეწა;ანტიკორუფციული და კარგი მმართველობის რეფორმა − კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გაძლიერება, მისი როლის გაზრდა და ქმედით ორგანოდ გარდაქმნა;ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული განახლება და მონიტორინგი, ანტიკორუფციული პოლიტიკის შესრულების შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება. ანტიკორუფციული საბჭოს საქმიანობის ანგარიშების მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა. ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა, მათი იმპლემენტაციის შესახებ სახელმწიფო ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ანგარიშგება; ანტიკორუფციული პოლიტიკისა და რეფორმების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება;ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ხელშეწყობა და ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება. ახალი გეგმის შემუშავების პროცესში საჯარო კონსულტაციების გამართვა;საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ არსებული საკანონმდებლო ბაზის გადასინჯვა, ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის და ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში გაბნეული ნორმების ერთ ნორმატიულ აქტში გაერთიანების მიზნით ინფორმაციის თავისუფლების კანონის შემუშავება;მთავრობის მიერ დამტკიცებული საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის საფუძველზე საჯარო სამსახურში ეთიკის ნორმების, პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაუმჯობესების, აგრეთვე ანაზღაურების, წახალისებისა და დაწინაურების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება;სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელებაახალი „აღსრულების კოდექსი“ − პროექტის შემუშავება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისა და ევროპული გამოცდილების გაზიარების გზით; “მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის გადახედვა;სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცალკეული ინსტიტუტების გადახედვა, შემოღებული „სუმარული წარმოების“ (Summary judgment) ინსტიტუტი, რის შედეგადაც შემცირდება სასამართლოში საქმის განხილვის ვადები, პროპორციულად შემცირდება ადვოკატისა და სასამართლო განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, დაიზოგება სასამართლოს რესურსები და სასამართლო განიტვირთება უსაფუძვლო სარჩელებისგან;ადმინისტრაციულ ორგანოებში ადმინისტრაციული საჩივრების ერთჯერადად განხილვის პროცესის გადასინჯვა;

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის პროგრესის წლიური ანგარიში, სექტორული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების განახლება, თანამედროვე საერთაშორისო პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისი განახლებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ პროექტი; მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფინანსური შეთანხმების პირობების შესრულების შესახებ ანგარიში და აღსრულების სტრატეგიის შემუშავება;შემუშავებული ცვლილებები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის; შრომის კანონმდებლობაში ქალთა უფლებების გაზრდის, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამოქმედო გეგმის, „ინფორმაციის თავისუფლების“ კანონის პროექტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის, ახალი „აღსრულების კოდექსის“, „მეწარმეთა შესახებ“ კანონისა და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიმართულებით.ანტიკორუფციული საბჭოს ანგარიშვალდებულების გაზრდა და გაძლიერება, მისი წლიური ანგარიშისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის შესრულების შეფასების ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება;ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ახალი 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები;ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებისა და 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა;სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის სტრატეგიის განხორციელება.
·         დამტკიცებული სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის პროგრესის ანგარიში, განახლებული სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სექტორული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, ვენეციის კომისიის და ევროპის საბჭოს ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად განახლებული სისხლის სამართლის კოდექსის პროექტი; ·         შედარებით-სამართლებრივი კვლევის საფუძველზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტი, პარლამენტის მიერ მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, განახლებული არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგია, ინფორმაციის თავისუფლების კანონის პროექტი, მომზადებული აღსრულების კოდექსის ახალი პროექტი თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი პროექტი, შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სამოქალაქო საპროცესო და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსებში; ·         დამტკიცებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის განახლებული ეროვნული სტრატეგია და 2015-2016 წლების ახალი სამოქმედო გეგმა, დამტკიცებული ანტიკორუფციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგისა და შეფასების ახალი მეთოდოლოგია; ·         2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის პირველი ექვსი თვის პროგრესის შესახებ ანგარიში, ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე დამტკიცებული ანტიკორუფციული საბჭოს ფუნქციების შესრულების ეფექტიანობის გაზრდის და საბჭოს გაძლიერების მიზნით მომზადებული წინადადებები; ·         „ღია მმართველობა − საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების თვითშეფასების შუალედური ანგარიში, რომელიც წარედგინა „ღია მმართველობის პარტნიორობას“; ·         ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანილი 20-ზე მეტი ნორმატიული აქტის პროექტი; ·         შემუშავებული საკორპორაციო სამართლის სფეროს გრძელვადიანი განვითარების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი.
ანტიკორუფციული საბჭოს ანგარიშვალდებულების გაზრდისა და სხვა რეკომენდაციების შესრულების შესახებ საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები ; განახლებული ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ახალი 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცება საქართველოს მთავრობის მიერ ; სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის პროგრესის წლიური ანგარიშისა და განახლებული სექტორული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების დამტკიცება სისხლის სამართლის სისტემის უწყაბათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ; საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეთა ოდენობა, აგრეთვე, მორიგებით დასრულებულ საქმეთა ოდენობა ; არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამოქმედო გეგმის დამტკიცება ; ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის ანტიკორუფციული სამდივნოსთვის წარდგენა ; განახლებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“, ინფორმაციის თავისუფლების კანონის პროექტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში
·         სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2014 წლის პროგრესის ანგარიში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცდა. განახლდა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სექტორული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები თითქმის ყველა მიმართულებით; ·         გაიმართა ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად განახლებული სისხლის სამართლის კოდექსის პროექტის პრეზენტაცია, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი პროექტი მომზადდა ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინებით; ·         2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის პირველი ექვსი თვის პროგრესის შესახებ მომზადდა ანგარიში და შედგა პრეზენტაცია ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022