Find program results

შეღავათიანი აგროკრედიტები (37 01 07)

Allocated 114.91 c

Program implementer

ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

Program description

სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის საწარმოების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა; ბენეფიციარებზე სესხები (ან ლიზინგი) გაიცემა პროექტში მონაწილე საფინანსო ...

სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის საწარმოების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა; ბენეფიციარებზე სესხები (ან ლიზინგი) გაიცემა პროექტში მონაწილე საფინანსო ინსტიტუტებიდან, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ განახორციელებს ამ სესხები (ან ლიზინგის) საპროცენტო სარგებელის თანადაფინანსებას. თანხა მოხმარდება, როგორც სააგენტოს მიერ 2013-2014 წელს "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში გაცემულ სესხებს, ისე 2015 წელს გასაცემ სესხებსა და ლიზინგს; პროექტის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული იურიდიული პირი; სესხის (ლიზინგის) მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოებისა და გადამამუშავებელი წარმოების საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დაფინანსება;განსახორციელებელი ღონისძიებების დეტალურ პირობებს განისაზღვრება საქართველოს მთავრობია.

სოფლის მეურნეობის დარგში ახალი საწარმოების გახსნა და არსებულის გაფართოება; სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გაფართოება; სოფლის მეურნეობის საწარმოებისთვის საბანკო კრედიტების გაიაფება და ხელმისაწვდომობის გაზრდა; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ლიზინგით გაცემის ფორმის განვითარება; დარგში საბანკო სექტორის მონაწილეობის გაფართოება.
·         პროექტის განხორციელებით გაიზარდა ფერმერებისათვის შეღავათიან სესხებზე ხელმისაწვდომობა; ·         პროექტის განხორციელებით შეიქმნა ახალი საწარმოები და გადაიარაღდა არსებული, ვითარდება პირველადი წარმოება.
სასოფლო-სამეურნეო დარგის დაფინანსებაში არანაკლებ 10 კომერციული ბანკის მონაწილობა ; არანაკლებ 3 000 ახალი სესხის და ლიზინგის გაცემა ; აქტიური პორტფელის გაზრდა სავარაუდოდ 100 000 000 ლარით
·         პროექტში მონაწილეობდა 13 კომერციული ბანკი; ·         საანგარიშო პერიოდში გაცემულია 3 950 სესხი; ·         პროექტის ფარგლებში სულ გადაიარაღდა 600-მდე საწარმო და შექმნილია 129 ახალი საწარმო.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022