Find program results

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებები (37 01 08)

Allocated 92 c

Program implementer

ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

Program description

პროექტის პოტენციური ბენეფიციარები არიან ის ფიზიკური პირები, რომლებსაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს 1,25 ჰექტარი ფართობის ჩათვლით მიწის ნაკვეთი. ...

პროექტის პოტენციური ბენეფიციარები არიან ის ფიზიკური პირები, რომლებსაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს 1,25 ჰექტარი ფართობის ჩათვლით მიწის ნაკვეთი. ბენეფიციარები სარგებლის სახით უსასყიდლოდ მიიღებენ მათ საკუთრებაში ან ფაქტიურ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ხვნის სერვისს ან/და სასოფლო-სამეურნეო საქონელს (სასუქებს ან/და სათესლე მასალას ან/და სასოფლო-სამეურნეო ქიმიურ საშუალებებს). განსახორციელებელი ღონისძიებების დეტალურ პირობებს განისაზღვრება საქართველოს მთავრობა.

სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში ჩართული მცირემიწიანი ფერმერების საქმიანობის სტიმულირება; ბენეფიციარების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მოსავლიანობის ზრდა.
·         დამუშავებული მიწის ფართობის ზრდა; ·         მიწის ნაკვეთებზე მოსავლიანობის ზრდა.
სავარაუდოდ 200 ათასი ჰა მიწის ფართობის მოხვნა ; 750 ათასზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სარგებელს
·         სულ სარგებელი მიიღო 622.0 ათასმა ბენეფიციარმა. ·         424.5 ათასმა ბენეფიციარმა მიიღო 30 336.4 ათასი ლარის სარგებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სახით; ·         ხვნის ბარათით სარგებელი მიიღო 198 ბენეფიციარმა; ·         პროექტის ფარგლებში ჯამში დამუშავდა 225.2 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022