Find program results

ერთიანი სახელმწიფო საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის განვითარება (26 06)

Allocated 99.66 c

Program implementer

სსიპ - სმართ ლოჯიქი

Program description

სსიპ - „სმართ ლოჯიქში“ მენეჯერული პროცესების დანერგვა სხვადასხვა უწყებებისათვის IT სერვისების სრული სპექტრის მიწოდების მიზნით, კერძოდ: ქსელური უზრუნველყოფა, ელ-ფოსტის სერვისი, ონლაინკომუნიკაციის საშუალებები, ...

სსიპ - „სმართ ლოჯიქში“ მენეჯერული პროცესების დანერგვა სხვადასხვა უწყებებისათვის IT სერვისების სრული სპექტრის მიწოდების მიზნით, კერძოდ: ქსელური უზრუნველყოფა, ელ-ფოსტის სერვისი, ონლაინკომუნიკაციის საშუალებები, ტელევიდეოკონფერენცია, დროისა და დავალებების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის გატარება, არასასურველი და მავნე ელფოსტის, პროგრამებისა და ვირუსებისგან დაცვა, სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ერთიანი IT-მხარდაჭერის სატელეფონო ცენტრის შექმნა და ინციდენტების მართვა, ციფრული სატელეფონო სერვისი, სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულთა კომპიუტერული ტექნიკის ადგილზე მომსახურება და სხვა სერვისები, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე გარემოში სრულყოფილი ოპერირებისათვის;ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისების მიწოდების ახალი, თანამედროვე „Cloud Computing“-ის „IaaS“ მოდელის დანერგვა, რომელიც დანახარჯების ეკონომიით უზრუნველყოფს მრავალი ორგანიზაციის ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას;სახელმწიფო ორგანიზაციებში პროცესების ავტომატიზებისა და ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლის მიზნით შესაბამისი კვლევის ჩატარება და კონკრეტული ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტილების შექმნა, რაც გულისხმობს, კონკრეტულ შემთხვევაში, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას კონკრეტული დამკვეთისთვის და მაქსიმალურად მორგებას მის ბიზნეს პროცესებზე;სისხლის სამართლის საქმეთა ავტომატიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის სხვადასხვა მოდულის შექმნისთვის პროექტის გეგმის შედგენა და ამოცანის ჩამოყალიბება, სხვადასხვა ორგანიზაციის ჩართვა ავტომატიზებულ სისტემაში (ადვოკატურა, სასჯელაღსრულების სისტემა, განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში მონაწილე სოციალური მუშაკები), ასევე სასამართლოს ჩართვისთვის საჭირო ინტეგრაციის მოდულის შემუშავება. დევნილთა ბაზის პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწა-განახლება და ვებ-ტექნოლოგიაზე გადაწერა;ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ორგანიზაციებისთვის ზუსტი დროის გამოყენების მიზნით, სპეციალური ტექნიკური მოწყობილობების დანერგვა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება გარანტირებულად ზუსტი და მდგრადი დროის განსაზღვრა, რაც გამორიცხავს დოკუმენტებსა და პროცესებში მითითებული დროის უზუსტობას.

სახელმწიფო სტრუქტურების მომსახურებაზე აყვანა, მომსახურების მიმღები დაწესებულებების ინფრასტრუქტურული ტექნიკის შეძენისა და მათ მხარდაჭერაზე გაწეული დანახარჯების შემცირება; სისტემების უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცულობის დონის გაზრდა; IT სერვისის მიწოდების ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა „Cloud Computing“-ის „IaaS “მოდელის გამოყენებით;დანახარჯების კონტროლისა და ანგარიშსწორების მარტივი მექანიზმები;სისხლის სამართლის საქმეთა ავტომატიზაციის პროგრამულ უზრუნველყოფაში ახალი ორგანიზაციების ჩართვისთვის მოდულების შექმნა და სისტემაში ჩართვის განხორციელება.
·         მომსახურებაზე აყვანილი სახელმწიფო სტრუქტურების გაზრდილი რაოდენობა; ·         მომსახურების მიმღები დაწესებულებების ინფრასტრუქტურული ტექნიკის შეძენისა და მათ მხარდაჭერაზე შემცირებული გაწეული დანახარჯები; ·         გაზრდილი სისტემების უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცულობის დონე; ·         დანერგილი IT სერვისის მიწოდების ახალი, თანამედროვე ტექნოლოგია „Cloud Computing“-ის IaaS მოდელის გამოყენებით; ·         დანახარჯების კონტროლისა და ანგარიშსწორების მარტივი მექანიზმი.
გლობალურ ინტერნეტზე წვდომის არარსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო დროის შეუფერხებლად მიწოდების გაგრძელება ; სისხლის სამართლის საქმეთა ავტომატიზაციის პროგრამულ უზრუნველყოფაში ადვოკატურის, განრიდებისა და მედიაციის პროგრამის სოციალური მუშაკების, სასჯელაღსრულების სისტემისა და სასამართლო სისტემის ჩართვა ; მომსახურების მიმღები დაწესებულებების სისტემებზე არასანქცირებული წვდომისა და ვებ-გვერდების გატეხვის განულება ; მომსახურებაზე აყვანილი ორგანიზაციების პოტენციური დანახარჯების შემცირება საშუალოდ 30%-ით ; პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, მწარმოებელთან ინციდენტის რეგისტრაციის შესაძლებლობა და მწარმოებლის მხრიდან რეაგირება 24 საათის განმავლობაში ; “Billing“ სისტემის საშუალებით მომხმარებლის მიერ გამოყენებული სიმძლავრეების მიხედვით ანგარიშსწორება
·         მომსახურებაზე აყვანილია 34 სახელმწიფო სტრუქტურა, მომხმარებელთა ჯამური რაოდენობით − 4 968; ·         მომსახურებაზე აყვანილი ორგანიზაციების პოტენციური დანახარჯები შემცირდა საშუალოდ 30%-ით; ·         მომსახურების მიმღები დაწესებულებების სისტემებზე არასანქცირებული წვდომისა და ვებგვერდების გატეხვა განულებულია; ·         მომხმარებლების კაპიტალური დანახარჯები გადავიდა საოპერაციო დანახარჯებზე; ·         შეიქმნა Billing სისტემა − მომხმარებლის მიერ გამოყენებული სიმძლავრეების მიხედვით ანგარიშსწორების სისტემა.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022