უცხოურ ბაზრებზე ტექნიკური ბარიერების დაძლევისა და ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, აკრედიტაციის სისტემის დახვეწა და მისი ჰარმონიზაცია აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციების ...
უცხოურ ბაზრებზე ტექნიკური ბარიერების დაძლევისა და ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, აკრედიტაციის სისტემის დახვეწა და მისი ჰარმონიზაცია აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან;სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრის აკრედიტაციის რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციების (EA (European Cooperation for Accreditation), ILAC (International Laboratory Accreditation Cooperation), IAF (International Accreditation Forum)) საქმიანობაში მიზანმიმართული თანამშრომლობის გაგრძელება და აქტიურად მონაწილეობა EA-ს ტექნიკური კომიტეტებისა და გენერალურ ასამბლეას მუშაობაში, ცენტრის საქმიანობის საერთაშორისო მოთხოვნებთან სწრაფი დაახლოვება აკრედიტაციის შედეგების თანმიმდევრული საერთაშორისო აღიარების საფუძვლების შექმნის მიზნით;საქართველოს ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისად, შესაბამისობის შემფასებელ პირებისათვის სერვისის შეთავაზება, როგორც კანონმდებლობით რეგულირებულ, ასევე ნებაყოფლობით სფეროებში;რეგიონალური მასშტაბით აკრედიტაციის ფორუმის ჩატარება;შესაბამისობის შეფასების ბაზარზე აკრედიტაციის ახალი მიმართულებების შეთავაზება;საერთაშორისო ისო/იეკ 17043-სტანდარტის შესაბამისად საკვალიფიკაციო გამოცდების ჩამტარებელი პირების აკრედიტაციის სქემის შემუშავება.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022