საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ინტერესების გატარება, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და დასახული ამოცანების შესრულება;საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით საქართველოს დეოკუპაციისა და ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან ...
საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ინტერესების გატარება, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და დასახული ამოცანების შესრულება;საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით საქართველოს დეოკუპაციისა და ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის უზრუნველყოფა, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება;რუსეთზე საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის გაძლიერების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა მან სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება; რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღება;ოკუპირებული რეგიონების მიმართ საქართელოს სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელება;ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება; ნატო–ში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობა;ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიმართ მათი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;აშშ–თან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება და მისი როლის გაძლიერება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის პროცესშირუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება;დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ფორმატში რეგიონული და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება და კონკრეტული პროექტების განხორციელება;ქართული პროდუქციისთვის ახალი ბაზრების მოპოვება, ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და სტიმულირება;საზღვარგარეთ ქართული კულტურისა და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენის ხელშეწყობა;უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა, მათთვის შეღავათანი პირობების შექმნა და სოციალური უსაფრთხოების დონის ამაღლება.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022