Find program results

საგარეო პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა (28 01 01)

Allocated 100.64 c

Program implementer

საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტრო

Program description

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დარჩენილ წევრ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება; საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების ქსელის გაფართოება; არსებული წარმომადგენლობების მიერ გადაფარვის არეალის ...

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დარჩენილ წევრ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება; საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების ქსელის გაფართოება; არსებული წარმომადგენლობების მიერ გადაფარვის არეალის გაზრდა;ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაცია;ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოს აქტიური მონაწილეობა;საქართველოს და ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმების დროებითი გამოყენება და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელება; ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია და საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ინტენსიფიკაცია; ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება; უელსის სამიტის შედეგად საქართველოსთვის „სპეციალური პაკეტის განხორციელების ხელშეწყობა; ნატო-ს წევრ ქვეყნებთან აქტიური პოლიტიკური კონსულტაციების წარმოება; წლიური ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების სათანადოდ წარმოჩენა;საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარება და ინტენსიფიკაცია;საერთაოშიროსო ორგანიზაციების ფარგლებში (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებათა დაცვის განმტკიცების მიზნით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მათი როლის გასაძლიერებლად;აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა რეგიონულ დასაერთაშორისო ღონისძიებებში, მისი ცნობადობის ამაღლების მიზნით. აფხაზეთის რეგიონშირეგისტრირებული ბიზნეს-ოოპერატორების ქართულ და უცხოურ ბიზნეს წრეებთან, საქართველოსცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, საქმიანი კავშირების გაღმავების ხელშეწყობა.მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით, თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობა და ამ პროცესებში დიპლომატიური ურთიერთობების აქტიური გამოყენება;საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა ეფექტური მომსახურება და კრიზისულ სიტუაციებში შესაბამისი დახმარების გაწევა, მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის კუთხით მუშობის გაუმჯობესება.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების და სხვა დოკუმენტების მიღება; საქართველოს დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემატიკის აქტუალიზაცია საერთაშორისო არენაზე;ჟენევის საერთაოშორისო მოლაპარაკებების ფორმატისა და დღის წესრიგის შენარჩუნება და ძირითად საკითხებზე პროგრესის მიღწევა; ოკუპირებული რეგიონების არაღიარებასთან და რუსეთის, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოსთან დაკავშირებით ერთიანი მტკიცე პოზიციის ჩამოყალიბება საერთაშორისო არენაზე;ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციისთვის შემუშავებული ეროვნული სამოქმედო გეგმით 2015 წელს გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება; ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება; სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის დასრულება; მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება საქართველოსა და ევროკავშირში;ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) წარმატებით განხორციელების შედეგად ნატოს სტანდარტებთან მიახლოება; „სპეციალური პაკეტით“ გათვალისწინებული ღონისძიებების პრაქტიკული განხორციელებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ალიანსში წევრობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;აშშ-ს და ევროპის სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერება;ლათინური ამერიკის, კარიბის ზღვის აუზის, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის რეგიონის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება; სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან ვიზიტების, კონსულტაციების თუ სხვა სახის ღონისძიებების მეშვეობით მუდმივი კავშირების შენარჩუნება და განმტკიცება;საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ეკონომიკური რეფორმების, ადგილობრივი რესურსების, აგრეთვე საქართველოს საგარეო სავაჭრო და ევროკავშირის ბაზარზე შექმნილი პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, თანამშრომლობა საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების OECD, WTO, ICAO, IMO, გაეროს ეკონომიკური კომისიებისა (ECOSOC, UNECE, UNESCAP, UNCTAD) და რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციების (BSEC, სუამი) ფორმატებში;საქართველოს მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სახის დახმარების აღმოჩენა პრობლემების მოგვარების კუთხით, ასევე, მათი უზრუნველყოფა საჭირო დოკუმენტაციით.
·         შენარჩუნდა და განმტკიცდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების ტენდენციები. გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ იქნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და დევნილთა უფლებების მხარდამჭერი რეზოლუციები და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შენარჩუნდა არაღიარების პოლიტიკა; ·         „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტზე საქართველომ წარმატებით წარმოაჩინა ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი, რაც შესაბამისად აისახა სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში; ·         საანგარიშო პერიოდში საქართველო ჩართული იყო ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში (ცენტრალურ აფრიკაში, უკრაინაში და მალიში); ·         საქართველომ მიიღო ალიანსის დადებითი შეფასება წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) განხორციელებასთან დაკავშირებით. წლის განმავლობაში მიმდინარეობდა NATO-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული NATO-წევრი ქვეყნების ექსპერტების საქართველოში ჩამოსვლა და პროექტების განხორციელება; ·         გაიზარდა საქართველოს როლი გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობის კონტექსტში; ·         დაფიქსირდა მნიშვნელოვანი გზავნილები და ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი; ·         ურთიერთობები განვითარდა ლათინური ამერიკისა და ოკეანეთის რეგიონის ქვეყნებთან; მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა აფრიკის კონტინენტის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებისათვის; კიდევ უფრო გაღრმავდა თანამშრომლობა არაბულ სახელმწიფოებთან და არაბული სახელმწიფოების ლიგის სამდივნოსთან; ·         ხელი მოეწერა ჩინეთსა და საქართველოს შორის „ახალი აბრეშუმის გზის - ეკონომიკური სარტყელის“ განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.
საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება/განმტკიცება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა ; ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება ; საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების მქონე ქვეყნების, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და გადაფარვის ქვეყნების რაოდენობა ; საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხადასხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების მიერ საქართვლოს მხარდამჭერი რეზოლუციების/განცხადებების რაოდებონა ; საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის მიზნით ხელმოწერილი შეთანხმებების და ინიცირებული პროექტების რაოდენობა; საკონსულო დეპარტამენტსა და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურებს შორის კოორდინაციის მექანიზმების გაუმჯობესება
·         წლის განმავლობაში მიღებულ იქნა საქართველოს მხარადამჭერი არაერთი განცხადებება/რეზოლუცია; ·         საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარება არც ერთი ქვეყნის მიერ არ მომხდარა; ·         გაიზარდა ადგილნაცვალ პირთა რეზოლუციის მხარდამჭერ სახელმწიფოთა რაოდენობა; ·         საქართველო არჩეულ იქნა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს/კომიტეტის წევრად; ·         „საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მიღებული რეზოლუციის მხარდამჭერი სახელმწიფოების რიცხვი 75–მდე გაიზარდა; ·         შედგა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების 4 ვიზიტი საქართველოში და გაიმართა ჟენევის მოლაპარაკებების 4 რაუნდი; ·         ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის შედეგად გახსნილი ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი საქართველოში; ·         ნატოს შტაბ-ბინაში გამართული ნატო - საქართველოს კომისიის 20-ზე მეტი სხდომა, 2 საგარეო საქმეთა და 2 თავდაცვის მინისტერიალი; ·         საქართველოსა და ევროკავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება; ·         2015 წლის მონაცემებით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ხელი მოეწერა/ძალაში შევიდა 105 ხელშეკრულება;

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022