სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანმრთელობის დაცვის რეგულირება და ადმინისტრირება;ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურების განხორციელება პირველადი ჯანდაცვის დონეზე პატიმრობისა და ...
სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანმრთელობის დაცვის რეგულირება და ადმინისტრირება;ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურების განხორციელება პირველადი ჯანდაცვის დონეზე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებებში, შემდგომ ჯანდაცვის დონეებზე, როგორც სასჯელაღსრულების, ასევე სამოქალაქო ჯანდაცვის სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში;სასჯელაღსრულების სისტემაში გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა გავრცელების პრევენცია, ეპიდემიოლოგიური კონტროლი და მეთვალყურეობა;პირველადი ჯანდაცვის რგოლის ფუნქციონირება და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება; ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უზრუნველყოფა სამკურნალწამლო საშუალებებით, მათთვის სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება სასჯელაღსრულების სისტემასა და მის გარეთ; პენიტენციურ დაწესებულებებში აივ, ტუბერკულოზის და C ჰეპატიტის ინფექციების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უზრუნველყოფა; მსჯავრდებულთათვის ფსიქიატრიული დახმარების, ხოლო წამალდამოკიდებულ პირთათვის მკურნალობისა და რეაბილიტაციის უზრუნველყოფა; მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა სასჯელისაგან გათავისუფლება; სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022