დაცული ტერიტორიების გაფართოება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების დაცვა და აღდგენა ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების მიზნით; ...
დაცული ტერიტორიების გაფართოება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების დაცვა და აღდგენა ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების მიზნით; საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად; უნიკალური და იშვიათი ორგანული, თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების დაცვა მათი შენარჩუნების მიზნით; დაცულ ტერიტორიებზე პათოლოგიური კვლევების ჩატარება, დაზიანებული ფართობების დადგენა და მავნებლებთან ბრძოლის მიზნით შესაბამისი პრეპარატების შეძენა; დაცულ ტერიტორიებისათვის ტურიზმის მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავების საფუძველზე ახალი ტურისტული სერვისების დანერგვა, რომლებიც თანხვედრაში არიან ეკოტურიზმის პრინციპებთან; ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით; ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის დაცვის, აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა თვითმყოფადი ისტორიულ-კულტურული გარემოს აღდგენისათვის და მის შესანარჩუნებლად.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022