უმაღლესი განათლების სფეროში განსახორციელებელი რეფორმების მიზნებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად უმაღლესი საგანმანათლებლო ...
უმაღლესი განათლების სფეროში განსახორციელებელი რეფორმების მიზნებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენება, ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებისა და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ინტეგრირებისათვის ხელშეწყობა;უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინტელექტუალური და მატერიალური პოტენციალის ინტეგრაციის ხელშეწყობა;ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ხელშეწყობა, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარება;უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების უზრუნველყოფა;სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დაფინანსების უზრუნველყოფა;წარჩინებული სტუდენტების სტიპენდიით უზრუნველყოფა;წარმატებული სტუდენტების სწავლისა და ცხოვრების დაფინანსება მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში;განსაკუთრებით ნიჭიერი სტუდენტების ხელშეწყობა;აკადემიური პერსონალის მობილობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება;სამეცნიერო გრანტების დაფინანსებით ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო ტექნოლოგიური კვლევების განხორციელების ხელშეწყობა;მეცნიერების აღდგენისა და განვითარებისათვის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ხელშეწყობა;სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის განსხვავებული ფორმების ამოქმედება;მეცნიერთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება;სამეცნიერო კვლევების მართვის ოპტიმალური სქემის შემუშავება;საინოვაციო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022