Find program results

ზოგადი განათლების ხელშეწყობა (32 02 12)

Allocated 95.53 c

Program implementer

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ; სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

Program description

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობის გაზრდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათი კონკურენტუნარიანობის ...

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობის გაზრდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა;მოსწავლეებისათვის და სკოლაში დასაქმებულ პირთათვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, მოსწავლეებისა და სკოლაში დასაქმებულებისათვის დროული პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;2015-2016 სასწავლო წლისთვის საკლასო ჟურნალით ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უზრუნველყოფა;სასკოლო ინიციატივების დაფინანსების გზით მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის და სასკოლო გარემოს განვითარების ხელშეწყობა;მოსწავლეების ინფორმირებულობის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობა;აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს ქართული ენობრივ-კულტურული იდენტობისა და ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების შენარჩუნებას, აგრეთვე ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობა.

სწავლისადმი მოსწავლეების ამაღლებული მოტივაცია და თანაბარკონკურენტული გარემო მოსწავლეთა უნარების წარმოსაჩენად;
·         ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მომზადების მიზნით სხვადასხვა დასახელების ტესტების კრებულებითა და დამხმარე სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილი გალის მუნიციპალიტეტისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების აბიტურიენტები; ·         ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია სასკოლო ჟურნალებით, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსებული ქართული სკოლები სახელმძღვანელოებითა და სასწავლო თვალსაჩინოებები; ·         საპილოტე სკოლების მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან სამედიცინო მომსახურებით; ·         გაიზარდა მშობელთა ინფორმირებულობისა და ჩართულობის დონე; ·         საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებმა აიმაღლეს ცოდნის დონე ქართულ ენაში.
წლის განმავლობაში დაფინანსებული სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტების რაოდენობა ; საკლასო ჟურნალებით უზრუნვლეყოფილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა
·         ოკუპირებული გალის მუნიციპალიტეტისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების აბიტურიენტებსა და მასწავლებლების უზრუნველყოფა სხვადასხვა დასახელების ტესტების კრებულებითა და დამხმარე სახელმძღვანელოებით. ·         300 - მდე საჯარო სკოლა, სადაც ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტები; ·         აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსებული 10 ქართული სკოლისათვის შეძენილი სახელმძღვანელოები და სასწავლო თვალსაჩინოებები; ·         ქართული ენაში მომზადების ჯგუფში ჩარიცხული საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე 25 პირი.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022