საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა უსაფრთხო გარემოს შექმნა; ...
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა უსაფრთხო გარემოს შექმნა; ყველა ბავშვისა და ახალგაზრდისათვის ზოგადი განათლებისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების, ჯანსაღი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნის უზრუნველყოფა; ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე სკოლის მოსწავლეებისა და მათი ოჯახის წევრების კვალიფიციურ ფსიქო-სოციალურ მომსახურებით უზრუნველყოფა; საჯარო სკოლებში პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეთათვის შესაბამისი გაკვეთილების, ექსკურსიებისა და გაფართოებული შეხვედრების ჩატარება მათი შესაძლებლობებისა და უნარების გამოვლენის გზით; სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა ძალადობის, მათ მიერ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღების ტარების, ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების/გამოყენების პრევენცია და აღმოფხვრა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022