Find program results

ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობა (32 02 09)

Allocated 87.42 c

Program implementer

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

Program description

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობა; ...

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობა; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებასა და ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა; პროფესიული განათლების კურსების მეშვეობით სასჯელის მოხდის პერიოდში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების (როგორც სრულწლოვნები, ისე არასრულწლოვნები) სხვადასხვა პროფესიის დაუფლების ხელშეწყობა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ ყველა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს შესაძლებლობა სპეციფიურ გარემოში შესწავლილი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ზოგადი განათლებისთვის აუცილებელი საგნები და მიიღებული შესაბამისი ატესტატი, მიღებული უფლება სწავლის გასაგრძელებლად განათლების სხვა საფეხურზე; დასაქმების შესაძლებლობა სასჯელაღსრულების პერიოდის დასრულების შემდგომ.
·         უზრუნველყოფილია სპეციფიკურ გარემოში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ზოგადი განათლებისთვის აუცილებელი საგნების შესწავლის და სკოლის დამამთავრებელ საატესტატო გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ ყველა არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის; ·         უზრუნველყოფილია ექსტერნატის ფორმით სასკოლო გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ ყველა არასრულწლოვან მსჯავრდებულისათვის; ·         უზრუნველყოფილია ერთიან ეროვნულ გამოცდებში დარეგისტრირებისა და მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმრებისათვის, რომლებმაც წარმატებით დასძლიეს საგამოცდო პროგრამა და ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ·         პროფესიული მომზადების კურსების მეშვეობით სხვადასხვა პროფესიას დაუფლებული მსჯავრდებულები;
პროფესიული განათლების კურსებში ჩართული ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების რაოდენობა ; ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში ჩართული მსჯავრდებულების რაოდენობა ; საატესტატო გამოცდებზე მონაწილე მსჯავრდებულების რაოდენობა
·         ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში ჩართულია 170 - მდე ბრალდებული/მსჯავრდებული; ·         ექსტერნის ფორმით სხვადასხვა კლასისა და საფეხურის დონეზე გამოცდები დაძლია 16 ბრალდებულიმა/მსჯავრდებულმა, სკოლის გამოსაშვები გამოცდა დაძლია 5 მოსწავლე-პატიმარმა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მონაწილე 5 ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა პირმა წარმატებით დასძლია გამოცდა და ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში; ·         სხვადასხვა პროფესიული მომზადების კურსებში ჩართულ მსჯავრდებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა 359 ერთეულით.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022