ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის მაღალი ტემპების უზრუნველმყოფი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ...
ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის მაღალი ტემპების უზრუნველმყოფი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და კვალიფიციური სექტორული კვლევების განხორციელება;მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით;საგარეო სავაჭრო ბრუნვის სტრუქტურული გაუმჯობესება და ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობების, პრეფერენციული და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების განვითარება; საქართველოში წარმოებული პროდუქტისა და მომსახურების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა;ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისათვის საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისა და მისი სრულად რეალიზების მიზნით, საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკისა და სტრატეგიის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავება, საავტომობილო მიმოსვლის განვითარება, რეგიონალური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სამოქალაქო ავიაციის შემდგომი განვითარება ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების დონის ამაღლების გზით;სამშენებლო სექტორის შემდგომი განვითარება მშენებლობის ხარისხის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, სამშენებლო სფეროში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდისა და მოსახლეობის ადგილებზე შენარჩუნების მიზნით;სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაცია და მონაცემთა ერთიანი სისტემების შექმნა, ასევე მათი მართვა-განკარგვა, მოვლა-შენახვა და ეტაპობრივი პრივატიზება ეკონომიკურ აქტივობაში სრულყოფილად ჩართვის მიზნით; სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაცია და თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპების დანერგვა საქმიანობის ეფექტურად წარმართვისა და საწარმოთა მომგებიანობის გაზრდის მიზნით;საწარმოების პროდუქტიულობის გაზრდისა და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც ითვალისწინებს: დამწყები, არსებული მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევას, კომპანიებისათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებას, ექსპორტის განვითარების ხელშეწყობასა და საქართველოს სექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას საერთაშორისო მედია საშუალებების მეშვეობით;ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) და ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბების მიზნით ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა;ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საფოსტო კავშირის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა (კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების კავშირგაბმულობის მდგრადი და დაცული საშუალებებით უზრუნველყოფა, ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების მართვისა და ელექტრონული კომერციის სისტემების შექმნა, ინფოკომუნიკაციების სფეროს განვითარება და საქართველოს საფოსტო კავშირის სფეროს რეფორმა);საპენსიო სისტემის რეფორმის ფარგლებში დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის საკანონმდებლო ბაზის შექმნა, დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, საგანმანათლებლო კამპანიის განხორციელება და სხვა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022