Find program results

პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის დაფინანსება (06 04)

Allocated 95.05 c

Program implementer

სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

Program description

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განვითარებისა და ჯანსაღი კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ...

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განვითარებისა და ჯანსაღი კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერა; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ პარტიების დაფინანსება, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ან ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში მიიღეს მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან მეტი; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიტიკური პარტიებისათვის (კვლევები, სწავლება, კონფერენციები, მივლინებები, რეგიონული პროექტები) სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული თანხების განაწილების უზრუნველყოფა; არასამთავრობო ორგაზიციებისთვის საარჩევნო თემატიკაზე საგრანტო კონკურსების ჩატარება და გრანტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული თანხების განაწილების უზრუნველყოფა.

მრავალპარტიული გარემოს შენარჩუნება; კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის შექმნა; არასამთავრობო ორგანიზაციათა ჩართულობა.
·         საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განვითარებისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები უზრუნველყოფილი იქნენ ფინანსური მხარდაჭერით; ·         ფინანსური მხარდაჭერა გაეწია საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო კამპანიას.
სახელმწიფო დაფინანსების მეშვეობით პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ღონისძიებები
·         „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად დაფინანსდა 11 პოლიტიკური პარტია; ·         2014 წელთან შედარებით 2015 წელს დაფინანსებული საგრანტო პროექტების რაოდენობა გაზრდილია 5%-ით.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022