Find program results

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება (27 02 01)

Allocated 99.19 c

Program implementer

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

Program description

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფითი და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და მათი სამართლებრივი გარანტიების შენარჩუნების ...

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფითი და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და მათი სამართლებრივი გარანტიების შენარჩუნების გზით;ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ყოფითი და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები ითვალისწინებს: ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის რბილი ინვენტარისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაფერისი უნიფორმის შესყიდვას, ხარისხიანი კვებითი მომსახურების შენარჩუნებას, განათლების ხელმისაწვდომობას - პროფესიული/სახელობო/საგანმანათლებლო სწავლების პროგრამების განსაზღვრას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას, მსჯავრდებულთა დასაქმებას, სამართლებრივი გარანტიების განმტკიცებას, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული საჩივრების პროცედურების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას, პატიმართა ცნობიერების ამაღლებასა და სრული ინფორმატულობის უზრუნველყოფას მათი უფლებების (საჩივრების, დისციპლინარული და ადმინისტრაციული პროცედურების) შესახებ;

ქმედითუნარიანი განათლების პროგრამების ამუშავებით ბრალდებულ/მსჯავრდებულთა მიერ განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;საწარმოო ზონების ამოქმედებით ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობა; ინფორმატულობის ზრდით ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების (საჩივრების, დისციპლინარული და ადმინისტრაციულ პროცედურების) შესახებ.
·         ბრალდებულ/მსჯავრდებულთა მიერ განათლების მიღების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ქმედითუნარიანი განათლების პროგრამების (პროფესიული, სახელობო და საგანმანათლებლო) ამუშავებით; ·         ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სისტემაში ამოქმედებულია 1 სამკერვალო და 3 სილამაზის სალონი; ·         შენარჩუნებულია ბრალდებულ /მსჯავრდებულთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების (საჩივრების, დისციპლინარული და ადმინისტრაციულ პროცედურების) შესახებ.
ოზურგეთის რაიონში სოფელ ლაითურში ახალი თავისუფლება აღკვეთის დაწესებულების მშენებლობის მთლიანი სამუშაოების შესრულებული 66% ; ნორმატივებით განსაზღვრული რაციონისა და კალორიულობის დაცვით სამჯერადი კვების რეჟიმით უზრუნველყოფილ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა პროცენტული რაოდენობა - 100% ; პროფესიული/სახელობო/საგანმანათლებლო სწავლების პროექტში ჩართული ბრალდებულ/მსჯავრდებულთა პროცენტული რაოდენობის 30%-ით ზრდა 2014 წლის მაჩვენებლთან შედარებით ; დასაქმებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა პროცენტული რაოდენობის 30%-ით ზრდა 2014 წლის მაჩვენებლთან შედარებით ; საწარმოო ზონის სამშენებლო სამუშაოების 100%-ის შესრულება
·         ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში ახალი თავისუფლება აღკვეთის დაწესებულების მშენებლობის მთლიანი სამუშაოების შესრულებული 70%; ·         ნორმატივებით განსაზღვრული რაციონისა და კალორიულობის დაცვით სამჯერადი კვების რეჟიმით უზრუნველყოფილ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა პროცენტული რაოდენობა - 100%; ·         პროფესიული/სახელობო/საგანმანათლებლო სწავლების პროექტში ჩართულ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რაოდენობა 1 754, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 34,6%-ით მეტია; ·         დასაქმებული პატიმართა რაოდენობა - 839 მსჯავრდებული, რაც 1-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით; ·         საწარმოო ზონის დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები 100%-ის შესრულებულია.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022