საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა; ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის ...
საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა; ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტების მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების შეფასება; საჯარო სკოლებისათვის დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა ინდივიდუალური სასწავლო გეგმებით მუშაობასთან დაკავშირებით; ინკლუზიური განათლების საკითხებში სპეციალური პედაგოგების გადამზადება; საჯარო სკოლების მოსწავლეების, სტუდენტებისა და სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, დევნილი, რეპატრირებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოზარდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, აგრეთვე სათემო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გზით მათში საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის სურვილის გაღვიძება; სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების ბენეფიციარების უზრუნველყოფა სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან დღის მომსახურებით, სადაც ინდივიდუალური საჭიროებების, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მოხდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბენეფიციართა განვითარებაზე ზრუნვა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022