Find program results

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობა (26 08)

Allocated 183.78 c

Program implementer

სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

Program description

საზოგადოებრივი ცენტრების (სოფლის სახლების) მშენებლობის განხორციელება გამართული ფუნქციონირება და მომსახურების ეფექტიანი მიწოდება. საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციის განვითარება საჯარო ბიბლიოთეკების ბაზაზე, რომელიც ...

საზოგადოებრივი ცენტრების (სოფლის სახლების) მშენებლობის განხორციელება გამართული ფუნქციონირება და მომსახურების ეფექტიანი მიწოდება. საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციის განვითარება საჯარო ბიბლიოთეკების ბაზაზე, რომელიც გულისხმობს შერჩეული სოფლის ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურის გამართვას, ტექნიკითა და ინტერნეტით უზრუნველყოფას და თანამშრომელთა გადამზადებას;ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტის განხორციელება;სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ხელშეწყობა, მონაცემთა ბაზების ტექნოლოგიური სრულყოფა, მონაცემთა ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა, მონაცემთა ბაზებში ხარვეზების ანალიზი და გამოსწორება;მოსახლეობის რეესტრის ხარისხის გაუმჯობესება; განახლებადი, საიმედო მონაცემთა ბაზის შექმნა და დამისამართების ერთიანი სტანდარტის დანერგვა, ციფრული ხელმოწერა და ორგანიზაციის ციფრული შტამპის განვითარება.

გაზრდილი ხელმისაწვდომობა სააგენტოსა და სხვა უწყებების სერვისებზე ადგილობრივ დონეზე;თვითმმართველობის ორგანოების გაზრდილი წვდომა საჭირო ინფორმაციაზე, დარეგულირებული და სტანდარტიზებული პროცედურები, დანერგილი საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა;7 საპილოტე მუნიციპალიტეტში დანერგილი ელექტრონული მმართველობის სისტემა, მოსახლეობის რეესტრის გაუმჯობესებული ხარისხი,მაქსიმალურად სრულყოფილი პოტენციურ საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთა სია, გამარტივებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის პროცესი შემცირებულია დოკუმენტების გაცემისას შეცდომების რაოდენობა, ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრირებული მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ამაღლებული მოსახლეობის რეესტრში დაცული მონაცემების ვალიდურობის ხარისხი, მოსახლეობის განსახლების სწორი ინფორმაციის არსებობა, მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზებით გამოწვეული შეფერხებისა და ინციდენტების შემცირებული რაოდენობა, სერვისის უწყვეტობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;შექმნილი ციფრული შტამპის მომსახურების სისტემა და მისი უტყუარობის გადამოწმების სერვისი, საკანონმდებლო დონეზე ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის გამოყენების პროცედურული და საკანონმდებლო ჩარჩოს განსაზღვრა, დამტკიცება და პრაქტიკაში გამოყენება;დისტანციური იდენტიფიკაციის სისტემის განვითარება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომობა, ქვეყანაში არსებული ყველა მომსახურების ეტაპობრივად გადასვლა დისტანციურ ფორმაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტების აუთენტურობის შემოწმება, ქართული სამგზავრო დოკუმენტების მიმართ გაზრდილი ნდობა საერთაშორისო საზოგადოებაში, მიგრაციის ერთიანი ანალიტიკური სისტემის შექმნა.
·         აშენებული და აღჭურვილი საზოგადოებრივი ცენტრები; ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის ამაღლებული ხარისხი საზოგადოებრივი ცენტრების თანამედროვე ინფრასტრუქტურის პლატფორმაზე; ადგილობრივ თვითმმართველობებში დანერგილი დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა; რეგიონებში ამოქმედებული ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრები; ·         დაზუსტებული მოსახლეობის საცხოვრებელი მისამართები და სააგენტოს სისტემაში დანერგილი მისამართების ახალი რეესტრი; პოტენციურ ამომრჩეველთა სიიდან ამორიცხული გარდაცვლილი და გაორებული ჩანაწერების მქონე პირები; შეცვლილი უხარისხო ფოტოსურათები; დიგიტალიზებული სამოქალაქო აქტები; აღმოფხვრილი მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზები; დანერგილი მონაცემთა კარგვის მონიტორინგის (DLP) სისტემა; სერვისის უწყვეტობის გაზრდილი ხარისხი; ·         შექმნილი ციფრული შტამპის პორტალის საპილოტე ვერსია; საკანონმდებლო ცვლილებები ელექტრონული ხელმოწერის განვითარების მიზნით; ·         განვითარებული დისტანციური იდენტიფიკაციის სისტემა, სააგენტოს ელექტრონული სერვისების გაზრდილი რაოდენობა და მათი ხელმისაწვდომობა; ·         გაუმჯობესებული მიგრაციის მართვის სისტემა, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნებთან; ·         შექმნილი დიპლომატიური ბარათების დამუშავების, გაცემისა და მართვის უსაფრთხო სისტემა; ·         სააგენტოსა და სხვადასხვა უწყებას შორის (აღსრულების ეროვნული ბიურო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო) ინფორმაციის გაცვლა ელექტრონული ფორმით; ·         დანერგილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაზღვევის სერვისი; ·         ელექტრონული პირადობის მოწმობითა და ბიომეტრიული პასპორტით მოსარგებლე მოქალაქეთა გაზრდილი რაოდენობა; ·         ქორწინების სახლებისა და ტერიტორიული სამსახურების მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა.
საზოგადოებრივი ცენტრების აშენება და აღჭურვა ; მომსახურების შედეგად შექმნილი დოკუმენტების 50%-ის გაცემა ციფრული ხელმოწერისა და ციფრული შტამპის გამოყენებით ; დანერგილი ბიომეტრიულ მონაცემებზე წვდომის ავტომატური სერვისი ქვეყნის შიდა კომპეტენტური უწყებებისთვის ; ყველა დისტანციური სერვისის 20%-ის მიღების შესაძლებლობა მომხმარებლის დისტანციური იდენტიფიკაციის სისტემით ; ახალი სერვისებისთვის პლატფორმის მომზადება და 6 დისტანციური სერვისის დანერგვა ; მონაცემთა კარგვის არასანქცირებული წვდომის მონიტორინგის სისტემა (DLP) დანერგვა მომხმარებლების 95%-თან ; მონაცემთა ბაზებში იდენტიფიცირებული ხარვეზების 70% გასწორება
·         აშენდა და გაიხსნა 10 საზოგადოებრივი ცენტრი; საზოგადოებრივი ცენტრების მიერ გაიცა 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისი; 5 საპილოტე მუნიციპალიტეტში (ახმეტა, ყვარელი, ქარელი, ხობი და ხაშური) დაინერგა დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა; 32 ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრი მოემსახურა 700-ზე მეტ სოფელს; ·         დაზუსტდა და სააგენტოს სისტემაში დაინერგა 18 ქალაქის მისამართების ახალი რეესტრი; გასწორდა 285 გაორებული ჩანაწერი; შედგა 187 გარდაცვალების ოქმი; 374 მოქალაქეს დაუმზადდა პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი, ხოლო 104 მოქალაქეს მიეცა ფოტოსურათის (პირადობის მოწმობის აღების გარეშე) გადაღებისა და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში განთავსების შესაძლებლობა; მოძიებულ იქნა 483 მოქალაქის ფოტო; ციფრულ ფორმატში გადაყვანილ იქნა 1 142 341 აქტი; აღმოიფხვრა იდენტიფიცირებული ხარვეზების 70%; მონაცემთა კარგვის მონიტორინგის (DLP) სისტემა დაინერგა მომხმარებელთა 95%-თან; მონაცემთა ბაზების ინფრასტრუქტურის დაზიანების ხარისხის შესაბამისად, სერვისების მიწოდება აღდგება 2 წთ-დან 2 სთ-მდე დროის ინტერვალში; ·         შემუშავდა ციფრული შტამპის ადმინისტრირების პორტალის საწყობის ფუნქციონალი, კანონპროექტი „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“. ·         შეიქმნა 13 დისტანციური სერვისი; ყველა დისტანციური სერვისის 5%-ის მიღება განხორციელდა მომხმარებლის დისტანციური იდენტიფიკაციის სისტემით; დისტანციური სერვისით ისარგებლა 20-ზე მეტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა; ·         აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიეწოდა ინფორმაცია 150-მდე ადმინისტრაციული ჯარიმის შესახებ; ·         შეიქმნა სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის სერვისი; ·         დოკუმენტების დაზღვევაზე მიღებულ იქნა 1 483 განაცხადი; ·         აქციის ფარგლებში გაიცა 440 844 პირადობის ელექტრონული მოწმობა და 19 789 საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი; ·         გარემონტდა 2 ქორწინების სახლი (ბათუმი, სიღნაღი) და 2 ტერიტორიული სამსახური (ასპინძა, ხარაგაული).

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022