Find program results

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა (27 02)

Allocated 99.47 c

Program implementer

სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

Program description

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფითი და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ...

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფითი და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და საწარმოო ზონის შექმნა;სრულყოფილი პრობაციის სისტემის ჩამოყალიბება: - სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარება; - სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება და მათში პრობაციონერების ჩართულობა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება და ბრალდებულ/მსჯავრდებულთა გაუმჯობესებული საცხოვრებელი და ყოფითი პირობები;რესოციალიზაციის მიზნით, ქმედითუნარიანი განათლების პროგრამების შემუშავება, პატიმართა მიერ განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, საწარმოო ზონების შექმნით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა;ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია და რეაბილიტაციის გზით სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებულთა საზოგადოებაში ინტეგრაცია, დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემცირებული ალბათობა;თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ფუნქციონირება;საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბებისათვის შექმნილი ახალი და ჩატარებული სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებით უზრუნველყოფილი პენიტენციური დაწესებულებები, საზოგადოებრივი მისაღებებისა და გრძელვადიანი პაემნებისათვის შექმნილი შესაფერისი ინფრასტრუქტურა.
·         საერთაშორისო სტრანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოსაყალიბებელი ღონისძიებების გატარების შედეგად გააუმჯობესებულია ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საცხოვრებელი და ყოფითი პირობები, მათ მიერ სახელობო/პროფესიული სწავლებისა და განათლების მიღება, შექმნილია დასაქმების კერები და საწარმოო ზონა, სადაც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა დასაქმება; ·         გამართულად ფუნქციონირებს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, პრობაციონერები უზრუნველყოფილი არიან სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო პროგრამებით; ·         საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბებისათვის შექმნილია ახალი №16 და №6 (რისკების მიხედვით) დაწესებულებები; ·         ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები ჩატარებულია პენიტენციური სისტემის ცალკეულ ობიექტებში.
სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართული პრობაციონერთა რაოდენობა ; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფილი პატიმრების რაოდენობა
·         პენიტენციურ დაწესებულებებში გაუმჯობესებული საცხოვრებელი და ყოფითი პირობები ბრალდებულ/მსჯავრდებულთა 100%-სთვის და ექსპლუატაციაში შესული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი №16 დაწესებულება, რომელშიც განთავსებულია 80 მსჯავრდებული; ·         სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამები გაიარა 8 238-მა, პროფესიული გადამზადებისა და საგანმანათლებლო პროგრამები - 225-მა პრობაციონერმა, მონაცემები 5 991-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022