Find program results

დანაშაულის პრევენცია და ინოვაციური პროგრამები (26 07)

Allocated 114.53 c

Program implementer

სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი

Program description

დანაშაულის პირველი დონის პრევენციის ღონისძიებათა ბენეფიციარებზე მორგებული სხვადასხვა სახის ტრენინგების, სემინარების, დებატების, კონფერენციების ჩატარება, ანტინარკოტიკული, ტრეფიკინგის, ბულინგის წინააღმდეგ მიმართული ...

დანაშაულის პირველი დონის პრევენციის ღონისძიებათა ბენეფიციარებზე მორგებული სხვადასხვა სახის ტრენინგების, სემინარების, დებატების, კონფერენციების ჩატარება, ანტინარკოტიკული, ტრეფიკინგის, ბულინგის წინააღმდეგ მიმართული აქტივობების, ბიზნეს მეწარმეობისა და სხვა მონათესავე სფეროების საფუძვლების შესწავლა და სამოქალაქო აქტივობის სხვა ღონისძიებების განხორციელება;პროექტის „ახალგაზრდული კლუბი“-ს ფარგლებში სხვადასხვა სახის კულტურული თუ სპორტული ღონისძიების, სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგებისა და საგანმანათლებლო სემინარების ჩატარება;დანაშაულის ჩადენის რისკ ჯგუფების საჭიროებების კვლევა, რისკ ჯგუფებთან მიკუთვნებულ არასრულწლოვანთა ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი ოჯახის წევრებთან მუშაობა, რისკ ჯგუფებთან მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის კოორდინირება და მეორე დონის პრევენციის სტრატეგიის შემუშავება;ყოფილ პატიმართა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად დაბრუნების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება, ყოფილი პატიმრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება, მათი სოციალური უნარების ამაღლება და პროფესიული გადამზადება და დასაქმებაში ხელშეწყობა;სოციალური მუშაკების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება და ზოგადად ქვეყანაში სოციალური მუშაკის პროფესიის განვითარება;სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას განრიდებულ არასრულწლოვანთათვის ადექვატური სერვისების მოძიება და შესაბამის პროგრამებში ჩართვა, პროგრამაში ჩართული პროფესიონალებისთვის (პროკურორები, სოციალური მუშაკები, მედიატორები) სპეციალური ტრენინგების განხორციელება და განრიდების ინსტრუმენტების ეფექტიანობის ამაღლება;მედიატორის საქმიანობის სტანდარტისა და ეთიკის კოდექსის შემუშავება, მედიატორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა;კვლევისა და სერვისების განვითარების ხელშეწყობა.

პროგრამის სხვადასხვა მიმართულების ბენეფიციართა, მათ შორის, განრიდებული არასრულწლოვნების, ყოფილ პატიმართა რაოდენობრივი ზრდა;პროგრამის სხვადასხვა მიმართულებების განხორციელების გეოგრაფიული არეალის გაფართოება;ყოფილი პატიმრების დასაქმება და კერძო ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა;განრიდებულ ახალგაზრდებში განმეორებითი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება;განრიდებისა და მედიაციის პროგრამის სამართლებრივი ბაზის სრულყოფა;მედიაციის გამოყენების სფეროების გაფართოება და მედიაციის სახეების დანერგვა;მედიატორების ეთიკის კოდექსის შექმნა და მედიატორის საქმიანობის სტანდარტის შემუშავება/დახვეწა;ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე მიმართული ქვეყნის მასშტაბით არსებული მომსახურებების ელექტრონული ბაზის განახლებასაგრანტო პროექტების ეფექტიანი მენეჯმენტის განხორციელება.
·         პროგრამის სხვადასხვა მიმართულებაში ჩართული უნიკალურ მონაწილეთა რაოდენობა, მათ შორის, განრიდებული არასრულწლოვნების, ყოფილი პატიმრებისა და ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრები; ·         სხვადახვა მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების გეოგრაფიული არეალის ზრდა; ·         პროკურორებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში; ·         დასაქმებული ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები; ყოფილი პატიმრების მიერ მიღებული მცირე ბიზნესის ხელშეწყობის გრანტები; ·         გაზრდილი განრიდებულ არასრულწლოვანთა რაოდენობა; ·         მედიატორთა ამაღლებული კვალიფიკაცია; ·         ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებული მომსახურებების განახლებული ელექტრონული ბაზა; ·         დაფინანსებული საგრანტო პროექტები.
განრიდების პროცენტული მაჩვენებლის 10%-ით გაზრდა იმ არასრულწლოვნებში, რომლებიც განრიდების კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. პროგრამის ბენიფიციარების საერთო რაოდენობის 1000-მდე გაზრდა ; პროექტი „ლიდერთა სახლის“ გავრცელება ქვეყნის არანაკლებ 14 რაიონში ; წლის განმავლობაში სულ მცირე 120 ყოფილი პატიმრის დასაქმება ; ორგანიზაციის ვებ-გვერდზე არსებული ერთიანი მომსახურების ბაზაში დამატებული ახალი მომსახურებები ; წლის განმავლობაში, 25-მდე ბიზნეს იდეის დაფინანსება, რომელთა ფარგლებშიც ყოფილმა პატიმრებმა წამოიწყეს ან/და განავითარეს ბიზნესი ; პროგრამის სხვადასხვა მიმართულებაში ყოველწლიურად 20 000-მდე მონაწილის მათ შორის, განრიდებული არასრულწლოვნების, ყოფილი პატიმრების ჩართულობა ; პროექტი “ახალგაზრდული კლუბის“ გავრცელება ქვეყნის არანაკლებ 6 რაიონში ; ყოფილი პატიმრების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად სამედიცინო მომსახურებების მიწოდების ზრდა ყოველწლიურად 20%-ით ; მედიატორების ეთიკის კოდექსისა და საქმიანობის სტანდარტების შესაბამისობა საერთაშორისო მოთხოვნებთან ; რისკ ჯგუფებთან სამუშაოდ, 3 ახალი რეგიონული რესურს ცენტრის ფუნქციონირების დაწყება ; წლის განმავლობაში განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული არასრულწლოვნების მხრიდან რეციდივის არაუმეტეს 15%-იანი მაჩვენებლის შენარჩუნება
·         პროგრამის სხვადასხვა მიმართულებაში ჩაერთო 5 500-მდე უნიკალური მონაწილე, მათ შორის, განრიდებული არასრულწლოვნები, ყოფილი პატიმრები და ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრები; ·         პროექტი „ლიდერთა სახლი“ ვრცელდება ქვეყნის 14 რაიონში; 2015 წელს ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები ქ. ქუთაისში 1 რეგიონული რესურსცენტრის გახსნის მიზნით; ·         დასაქმდა სულ 111 ყოფილი პატიმარი და მათი ოჯახის წევრი; 47-მა ყოფილმა პატიმარმა მიიღო მცირე ბიზნესის ხელშეწყობის გრანტი; ·         2015 წელს განრიდებული არასრულწლოვნების რაოდენობა, 2014 წელთან შედარებით, გაზრდილია 45,8%-ით. ამასთან, პროგრამაში ჩართულ ბენიფიციართა საერთო რაოდენობა აღემატება 1000-ს; ·         შემუშავდა და მომზადდა მედიატორთა სასწავლო კურსი, რომელიც წარმოადგენს სტანდარტს სისხლის სამართლის მედიატორებისათვის; ·         ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით არსებული სერვისების შესახებ; ·         დაფინანსდა 8 საგრანტო პროექტი.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022