Find program results

წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება (32 02 04)

Allocated 71.16 c

Program implementer

სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ; სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატი

Program description

მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარების, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლებისა და თანაბრად კონკურენტულ გარემოში ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობისა და საერთაშორისო დონეზე ...

მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარების, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლებისა და თანაბრად კონკურენტულ გარემოში ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობისა და საერთაშორისო დონეზე მათი წარმოჩენის მიზნით, სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადების ორგანიზება;წარჩინებული მოსწავლეების ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოება; მოსწავლეთა ზოგადი განათლების განვითარებაზე ორიენტირებული განსაკუთრებით საინტერესო პროექტების დაფინანსება; სკოლებისათვის სხვადასხვა თემატური და კალენდარული დღისადმი მიძღვნილი კონკურსების გამოცხადება.

წარჩინებული მოსწავლეების ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოება; ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკისა და ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადებში წარმატებით მონაწილე საქართველოს დაკომპლექტებული ნაკრები გუნდები; მოსწავლეების ამაღლებული მოტივაციის დონე.
·         ჩატარებული ეროვნული საგნობრივი ოლიმპიადები. ამასთან, ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულებმა მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო ოლიმპიადებში; ·         მედლებით დაჯილდოვებული წარჩინებული მოსწავლეები;
სასწავლო წლის ბოლოს წარჩინებულ მოსწავლეებზე გაცემული მედლების რაოდენობა ; წლის განმავლობაში დაფინანსებული სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტების რაოდენობა ; საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილე მოსწავლეების და ფულადი პრემიით დაჯილდოვებული მოსწავლეებისა და სკოლების რაოდენობა ; სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებული კონკურსების რაოდენობა
·         საგნობრივ ეროვნულ ოლიმპიადებში მონაწილე მოსწავლეების რაოდენობის ზრდა 27%-ით; ·         საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილედან დაჯილდოებულია 10 მოსწავლე; ·         სასწავლო წლის ბოლოს წარჩინებულ მოსწავლეებისათვის გაცემულია 1 150 ოქროს და 960 ვერცხლის მედალი;

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022