Find program results

საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარება (32 05)

Allocated 103.62 c

Program implementer

სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

Program description

საქართველოს განათლების სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; ...

საქართველოს განათლების სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; თანამედროვე უნარ-ჩვევების დაუფლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების უკეთ დაძლევის მიზნით საჯარო სკოლების პირველკლასელი მოსწავლეების უზრუნველყოფა პერსონალური კომპიუტერებით („ნეთბუქებით“), ხოლო წარჩინებული ახალგაზრდების დაჯილდოება კომპიუტერული ტექნიკით; ოთხ წლიან პერიოდში ყველა საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, ასევე 150 ახალი საჯარო სკოლის აშენება და 300 მომავლის კლასის გახსნა; საჯარო სკოლებში ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება თანამედროვე სასწავლო გარემოს შესაქმნელად; სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების მშენებლობა - რეაბილიტაცია, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება.

ყველა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში შექმნილი სრულყოფილი სასწავლო პროცესის შესაბამისი გარემო; მოსწავლეების ამაღლებული მოტივაცია; უზრუნველყოფილი ყველა საჯარო სკოლა კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტ-კავშირით.
·         სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით კომპიუტერებით აღჭურვილი საჯარო სკოლები; ·         პორტატული კომპიუტერით წახალისებული ნიჭიერი და წარჩინებული მოსწავლეები; ·         საბავშვო - სასწავლო პორტატული კომპიუტერით უზრუნველყოფილი პირველკლასელი მოსწავლეები და მათი დამრიგებლები; ·         აშენებული და რეაბილიტირებული რიგი საჯარო სკოლები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები; ·         ყველა საგანმანმანათლებლო დაწესებულებაში ჩამოყალიბებული სრულყოფილი სასწავლო პროცესისათვის საჭირო პირობები.
საჯარო სკოლების პირველკლასელთა 100% უზრუნველყოფილია პერსონალური კომპიუტერებით (ნეთ-ბუქებით) ; საგანმანათლებლო დაწესებულებების 100% სრულად რეაბილიტირებულია და აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022