Find program results

სპორტის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებები (39 02)

Allocated 127.15 c

Program implementer

სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზდების ეროვნული ცენტრი ; სსიპ ქართული სპორტის მუზეუმი ; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აპარატი

Program description

ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი რეაბილიტაცია. ეროვნული, სხვადასხვა ასაკობრივი, ქალთა და ფუტსალის ნაკრებებისათვის ყველა საჭირო პირობის ...

ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი რეაბილიტაცია. ეროვნული, სხვადასხვა ასაკობრივი, ქალთა და ფუტსალის ნაკრებებისათვის ყველა საჭირო პირობის შექმნა;ქართული რაგბის შემდგომი განვითარება და საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენა;ქართული კალათბურთის განვითარებისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, საკალათბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი რეაბილიტაცია, ეროვნული ნაკრები და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდებისათვის ყველა საჭირო პირობების შექმნა, შემდგომი წინსვლისათვის ხელის შეწყობა და ყოველმხრივი დახმარება;საქართველოში სპორტის შემდგომი განვითარება, ქვეყნის ნაკრები გუნდების მზადება და მონაწილეობა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები, პირველობები, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშები, საერთაშორისო ტურნირები, სასწავლო საწვრთნელი შეკრებები);ფარიკაობის, ჭადრაკის, ხელბურთის განვითარებისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, სახეობების მიხედვით შესაბამისი ინფრასრტუქტურის განვითარება, ეროვნული, ასაკობრივი და ქალთა ნაკრებებისათვის სათანადო პირობის შექმნა;საქართველოს ჩემპიონატების, პირველობების ჩატარება, სპორტული რეზერვის და მაღალი კლასის სპორტსმენთა მომზადება, სპორტის შემდგომი პოპულარიზაცია და სპორტის პროპაგანდისათვის ხელშეწყობა;ოლიმპიური თამაშებისათვის მეტი ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრები გუნდების მზადება და ოლიმპიადებზე საქართველოს სპორტსმენთა მონაწილეობის ხელშეწყობა;პარაოლიმპური სპორტის განვითარებისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ადაპტირებული ინფრასტრუქტურის განვითარება და არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. პარასპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება;საქართველოს კადეტთა და იუნიორთა ნაკრები გუნდების წევრობის კანდიდატების მომზადება;საქართველოს რეგიონებში ბავშვთა და მოზარდთა მასობრივი სპორტის განვითარება, რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მასობრივი სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და დანერგვა, საჯარო სკოლების ჩაბმა სპორტულ გასართობ თამაშებში;საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სპორტული დანიშნულების ობიექტების, დარბაზებისა და სტადიონების შეკეთება, აღდგენა, მშენებლობა. რეგიონებში სპორტული ცხოვრების განვითარება, სპორტული ინვენტარის, ეკიპირებისა და მოწყობილობების შეძენა;ქართული სპორტის წარმატებების ამსახველი მასალების შეკრება, დაკომპლექტება, აღრიცხვა, შენახვა-დაცვა, შესწავლა და პოპულარიზაცია;ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი-2015-ისთვის“ შესაბამისი სპორტული რეზერვის მომზადება სპორტის 9 სახეობაში.

სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ბავშვები და მოზარდები;მოსახლეობაში დანერგილი ცხოვრების ჯანსაღი წესი;ქვეყნის ნაკრები გუნდების შევსება ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენებით;გაუმჯობესებული სპორტული ინფრასტრუქტურა;ფიფას სტანდარტებით მოწყობილი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, შესაბამისი ინვენტარით, ეკიპირებით და სათანადო სამედიცინო დონის მომსახურეობით უზრუნველყოფილი ნაკრებები;მსოფლიო, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონებისა და პრიზიორების გაზრდილი რაოდენობა.
·         სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ბავშვები და მოზარდები; ·         მოსახლეობაში დანერგილი ცხოვრების ჯანსაღი წესი; ·         ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენებით შევსებული ქვეყნის ნაკრები გუნდები; ·         გაუმჯობესებული სპორტული ინფრასტრუქტურა; ·         ფიფას სტანდარტებით მოწყობილი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა; ·         შესაბამისი ინვენტარით, ეკიპირებით და სათანადო სამედიცინო დონის მომსახურეობით უზრუნველყოფილი ნაკრებები; ·         მსოფლიო, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონებისა და პრიზიორების გაზრდილი რაოდენობა.
საერთაშორისო სტანდარტების და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სპორტული ობიექტების რაოდენობა ; სპორტულ ჯგუფებსა და სექციებში ჩაბმულ ბავშვთა და მოზარდთა რაოდენობა ; საქართველოდან ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებისა და პრიზიორების რაოდენობა
·         გაიზარდა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებისა და პრიზიორების რაოდენობა; ·         სპორტის 45 სახეობაში ჩატარდა 130-მდე ადგილობრივი სპორტული შეჯიბრი და 200 - მდე სასწავლო - საწვრთნო შეკრება, რაც 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია დაახლოებით 19.3 % -ით; ·         მონაწილეობა მიღებულ იქნა 170 საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობაში, საქართველოს სპორტსმენებმა მოიპოვეს 200 ოქროს, 200 ვერცხლის და 279 ბრინჯაოს მედალი, სულ 679 მედალი, რაც 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია დაახლოებით 25.5 % -ით; ·         გაიზარდა სპორტულ ჯგუფებსა და სექციებში ჩაბმულ ბავშვთა და მოზარდთა რაოდენობა.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022