ტრენინგსაჭიროებათა ანალიზის საფუძველზე, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, როგორც სამინისტროს სისტემის წარმომადგენლებისათვის, ისე სხვა დაინტერესებულ პირთა და ორგანიზაციებისათვის, მათ შორის, თვითმმართველობებში ...
ტრენინგსაჭიროებათა ანალიზის საფუძველზე, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, როგორც სამინისტროს სისტემის წარმომადგენლებისათვის, ისე სხვა დაინტერესებულ პირთა და ორგანიზაციებისათვის, მათ შორის, თვითმმართველობებში დასაქმებული საჯარო მოხელეებისათვის, ტრენინგების სრული ციკლის (დაგეგმვა, ორგანიზება და შეფასება) განხორციელება;მომსახურების სფეროსა და ორგანიზაციული მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის სსიპ -საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით სერვისებისა და პროდუქტების გამრავალფეროვნება. კომპიუტერული უნარების მიმართულებით ცენტრის თანამშრომლების მიერ სპეციალურ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით რეგიონებში მასობრივი დატრენინგების პროექტის განახორციელება;საკონკურსო, საატესტაციო და საკვალიფიკაციო ტესტირებების ორგანიზება, მათ შორის, ტესტური დავალებების შექმნა და ტესტური დავალებების ბანკის სრული განახლება შესაბამისი მაღალკვალიფიციური ექსპერტების მონაწილეობით;ტესტირებების როგორც ოფლაინრეჟიმში ასევე, ონლაინრეჟიმში ჩატარების უზრუნველყოფა, აქტიური მონაწილეობის მიღება მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის პროგრამის დანერგვის პროექტში;საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ტესტირებისა და ტრენინგების მიმართულებით. ასევე კონსულტირების კომპონენტის გაძლიერება მომსახურების სფეროსა და ორგანიზაციული მართვის გაუმჯობესების კუთხით;ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების უზრუნველყოფის მიზნით არსებული ტესტების, ტრენინგმოდულებისა და სასწავლო კურსების პროგრამების რეგულარული განახლება, მათ შორის უცხოური სერტიფიცირებული პროგრამების შეძენის გზით;სტუდენტებისთვის თემატური პროექტების განახორციელება, მათ შორის საზაფხულო და ზამთრის სკოლების ორგანიზება, როგორც საქართველოს, ისე რეგიონული (სამხრეთ კავკასია) მასშტაბით;სპეციალური მონაცემთა ერთიან ბაზის შექმნა, რომელიც თავს მოუყრის ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტებსა თუ სხვა ღონისძიებებში გამოვლენილი პერსპექტიული სტუდენტების მონაცემებს. ბაზა ხელმისაწვდომი იქნება სამინისტროს სისტემის უწყებებისთვის, რომლებიც, კადრების საჭიროების შემთხვევაში, იხელმძღვანელებენ აღნიშნული მონაცემებით;არსებული საგანმანათლებლო სერვისების ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მიზნით, პროდუქტებისა და სერვისების განვითარების პარალელურად, თანამშრომელთა რეგულარული პროფესიული მომზადება/გადამზადება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით;ყვარლის სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაცნობა ყველა სახელმწიფო სტრუქტურისათვის, საქართველოში აკრედიტირებული სასწავლო დაწესებულებებისათვის, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022