Find program results

საზაფხულო სკოლები (32 02 07)

Allocated 99.2 c

Program implementer

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

Program description

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინგლისური ენის სწავლა/სწავლების ხელშეწყობა;მომავალი ლიდერებისთვის ისეთი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, როგორიცაა საკუთარი თავის შეცნობა, მიზნისა და მთავარი ...

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინგლისური ენის სწავლა/სწავლების ხელშეწყობა;მომავალი ლიდერებისთვის ისეთი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, როგორიცაა საკუთარი თავის შეცნობა, მიზნისა და მთავარი ამოცანის ჩამოყალიბება, პრიორიტეტების გამოკვეთა და მასზე ფოკუსირება;არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის სახელმწიფო ენის სწავლებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

ამაღლებული ცოდნის დონე, ახალი გამოცდილება და უცხოელი თანატოლების ცხოვრებისა და მათი ქვეყნის კულტურის გაცნობა; ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლება;
·         600 - მა მოსწავლემ გაიარა ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი დაბა წყნეთის ბაზაზე მოწყობილ ინგლისური ენის საზაფხულო ბანაკში; ·         36 მოსწავლე გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში და გაიღრმავეს ცოდნა ინგლისურ ენაში; ·         მოსწავლეებმა შეიძინეს მეტი გამოცდილება, ლიდერისათვის საჭირო უნარ- ჩვევებში; ·         ქვეპროგრამის „მულტიკულტურული საზაფხულო სკოლა ეთნიკური უმცირესობებისთვის“ ფარგლებში მონაწილეებმა შეიძინეს უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება, გაეცნენ სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების კულტურას, გაუზიარეს თავიანთი კულტურა, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლაში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა ; ,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში" აქტივობის მონაწილე 15 ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ; „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში“აქტივობაში მონაწილე მოსწავლის რაოდენობა, რომელთაც აიმაღლეს ცოდნის დონე ინგლისურ ენაში ; გაერთიანებულ სამეფოში ორკვირიან ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც აიმაღლეს ცოდნის დონის ინგლისურ ენაში
·         საზაფხულო სკოლების მონაწილეთა მინიმუმ 50%-ს აქვს წინსვლა ინგლისური ენის ფლობის თვალსაზრისით; ·         მულტიკულტურული საზაფხულო სკოლის 100-მა მონაწილემ აიმაღლა ცოდნის დონე სახელმწიფო ენაში; ·         „მომავალ ლიდერთა საზაფხულო სკოლის“ 90 მონაწილემ აიმაღლა ლიდერისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022