Find program results

ზოგადი განათლება (32 02)

Allocated 98.4 c

Program implementer

სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის აპარატი ; სსიპ – გამოცდების ეროვნული ცენტრის აპარატი ; სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის აპარატი ; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატი ; სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

Program description

ზოგადი განათლების ღიაობა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ინკლუზიური სწავლების გაფართოება; ...

ზოგადი განათლების ღიაობა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ინკლუზიური სწავლების გაფართოება; საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ჩართვა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს, სრულად განახორციელონ მათთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები; მასწავლებელთა კვალიფიკაციის დონის ამაღლება და მათი ხელფასების ეტაპობრივი ზრდა. ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების და აკრედიტაციის სისტემების ჩამოყალიბება, სწავლების ხარისხის დადგენისა და შეფასების მეშვეობით ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა და მართვა; საქართველოს საჯარო სკოლების ყველა კლასის მოსწავლისათვის, ასევე კერძო სკოლების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების მოსწავლე შვილებისათვის სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ გაცემა; ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეებისათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა; საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით ინგლისური ენის სწავლების გაძლიერება; საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრა და დისციპლინის გაუმჯობესება.

ყველა მოქალაქისათვის ხარისხიანი ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა; ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის კურსდამთავრებულთა განათლების დონის ამაღლება.
·         ყველა საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა უზრუნველყოფილი იქნა შესაბამისი დაფინანსებითა და მოსწავლეთა ხარისხიანი ზოგადი განათლებით; ·         მოხალისე პედაგოგების დახმარებით გაუმჯობესდა არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლა/სწავლების ხარისხი; ·         ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებისა და ჩინური ენის სწავლების მიზნით ინგლისურენოვანი და ჩინური ენის მოხალისე მასწავლებლების ჩამოყვანის შედეგად ამაღლდა ქართველი მოსწავლეების ცოდნის დონე; ·         საგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფილ იქნა მოსწავლეთა/სტუდენტთა ჯანმრთელობის და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემო, ფსიქოლოგიური პრობლემებისა და ქცევითი დარღვევის მქონე პირების, მათი ოჯახის წევრებისა და მასწავლებლებისათვის შესაბამისი მომსახურება, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კუთხით საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდა გაკვეთილები; ·         ჩატარებული ეროვნული საგნობრივი ოლიმპიადები და გამარჯვებულთა მონაწილეობის მიღება საერთაშორისო ოლიმპიადებში; ·         მულტიდისციპლინური გუნდის მიერ თბილისსა და რეგიონებში უზრუნველყოფილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეების და პროფესიულ საგანმანათლებლო სასწავლებლებში სწავლის მსურველი ბენეფიციარების იდენტიფიკაცია და შეფასება, განისაზღვრა მათი ინდივიდუალური საჭიროებები და შესაძლებლობი. განხორციელდა სასწავლო პროცესში ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების აკადემიური და სოციალური მიღწევების შეფასება. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნა დამხმარე სპეციალისტების მომსახურებით. ·         საგანმანათლებლო სერვისით უზრუნველყოფილია იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებულ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები და სმენის პრობლემების მქონე ბავშვებისათვის ერთ საჯარო სკოლაში და აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის შვიდ საჯარო სკოლაში ფუნქციონირებდა შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალით და საჭირო ტექნიკით, ინვენტარითა და თვალსაჩინოებებით აღჭურვილი ინტეგრირებული კლასები; ·         სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილი საჯარო სკოლის ყველა კლასის მოსწავლე და კერძო სკოლის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი სხვა კატეგორიების მოსწავლეები. ასევე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი საჯარო სკოლები უზრუნველყოფილია სასკოლო სახელმძღვანეოებით და თვალსაჩინოებებით. ·         სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისათვის ხელმისაწვდომი ზოგადი და პროფესიული განათლების მიღება, ექსტერნატის ფორმით სასკოლო გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა; ·         უზრუნველყოფილია იმ მოსწავლეების ტრანსპორტირება სკოლაში, რომლებიც ისეთ დასახლებულ პუნქტში ცხოვრობენ, სადაც არ ფუნქციონირებს სკოლა და სკოლამდე მისასვლელი მანძილი შორია; ·         2015-2016 სასწავლო წლისთვის საკლასო ჟურნალებით უზრუნველყოფილი იქნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულები; ·         საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისათვის უზრუნველყოფილია ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა; ·         უზრუნველყოფილია გალის რაიონის პედაგოგების გადამზადება და აბიტურიენტების ეროვნული გამოცდებისათვის მომზადება;
წლის განმავლობაში დაფინანსებული სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტების რაოდენობა ; თითოეულ ასაკობრივი ჯგუფში მოსწავლეთა არანაკლებ 85%-ის ზოგადი განათლების დონის შესაბამისობა საგანმანათლებლო სტანდარტებთან ; ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში ჩართულ მოსწავლეთა პროცენტული მაჩვენებელი შესაბამისი ასაკის ბავშვების მთლიან რაოდენობასთან ; ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის კურსდამთავრებულთა რაოდენობა
·         ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის კურსდამთავრებული 40 667 მოსწავლე, საიდანაც 34 767 მოსწავლემ მოიპოვა სრული ზოგადი განათლების ატესტატი;

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022