Find program results

საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა (24 01 04)

Allocated 516.63 c

Program implementer

სსიპ - ციფრული მაუწყებლობის სააგენტო

Program description

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) და ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა: საქართველოს ...

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) და ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გადამცემი DVB-T2-ის სტანდარტის მიწისზედა საეთერო-სამაუწყებლო ქსელის პროექტირება, მშენებლობა და ახლადაგებული ქსელის ინტეგრაციის სამუშაოების განხორციელება; 70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის (საორიენტაციოდ 250 000 ოჯახი) ციფრული მაუწყებლობის ინდივიდუალური მიმღებების შეძენა და დამონტაჟება; მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისათვის საინფორმაციო კამპანიის წარმოება, ბუკლეტების და დამხმარე საინფორმაციო მასალების შედგენა, ტიპოგრაფიული ბეჭვდვა და მათი მოსახლეობაში გავრცელება.

მიწისზედა ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლა;სოციალურად დაუცველი ოჯახების საინფორმაციო ვაკუუმში მოქცევის საფრთხის აცილება.
·         2015 წელს საქართველო გადავიდა ანალოგურიდან ციფრულ ღია საეთერო ტელემაუწყებლობაზე, რაც აისახა ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) ოფიციალურ ვებ გვერდზე; ·         დასრულდა და დაიწყო სრულფასოვანი ფუნქციონირება სახელმწიფო ღია საეთერო სატელევიზიო ინფრასტრუქტურამ, რომელიც თავისი ქსელის საშუალებით ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამ პროგრამას; ·         მოსახლეობას მიეწოდება კომერციული ტელევიზიების გადაცემები; ·         210 858 სოციალურად დაუცველი ოჯახი (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახები) უზრუნველყოფილ იქნა სუბსიდირებული სეთ-თოფ ბოქსებით და მოსახლეობისათვის დარიგებული სეთ-თოფ ბოქსების 0.4% ჩანაცვლდა ახალი აპარატურით.
მიწისზედა ციფრული საეთერო მაუწყებლობით უზრუნველყოფილი აბონენტების რიცხვი
·         მიწისზედა ციფრული საეთერო მაუწყებლობით უზრუნველყოფილი აბონენტების რიცხვი - დასრულდა კომერციული ქსელური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას ღია საეთერო ტელევიზია მიეწოდება ციფრული მაუწყებლობის საშუალებით. მიწისზედა ციფრული საეთერო მაუწყებლობის მიღების მიზნით, 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახი (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახები) უზრუნველყოფილია ციფრული მიწისზედა სიგნალის მიმღები სერტიფიცირებული აღჭურვილობით (ე.წ. სეთ-თოფ ბოქსებით).

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022