Find program results

ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია (37 01 04)

Allocated 90.81 c

Program implementer

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

Program description

ჩატარდება ქართული აგროსასურსათო პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომლთა ფარგლებშიც განხორციელდება წარმომადგენლობითი, კულტურული და სარეკლამო ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ...

ჩატარდება ქართული აგროსასურსათო პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომლთა ფარგლებშიც განხორციელდება წარმომადგენლობითი, კულტურული და სარეკლამო ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, დამატებითი პრიორიტეტული გასაღების ბაზრების მოპოვებას, ბიზნესკონტაქტების დამყარებას და საკვები პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის ზრდა. აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდა.
·         ქალაქ ბერლინში, კომპანია „ტიბანელმა“ გახსნა ქართული ღვინის გალერეა. გალერეაში მხოლოდ ქართული დასახელების ღვინო, ჭაჭა და ბრენდია წამოდგენილი. ღვინის გალერეაში დაახლოებით 25 დასახელების ქართული ღვინის პროდუქცია იყიდება („მეღვინეობა გრანელი“, „ასკანელი“, „ტყუპების ღვინის მარანი“, „ყვარელის სარდაფი“და სხვა). ·         ღვინის კომპანია „ქიმერიონმა“ 2015 წელს დაიწყო თანამშრომლობა გერმანულ კომპანიასთან, რომელიც 2015 წლიდან აწარმოებს „ქიმერიონის“ პროდუქციის ინტერნეტ-გაყიდვებს ევროკავშირის ბაზარზე. ·         განხორციელებული გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიებებმა ხელი შეუწყო ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციას მსოფლიო ბაზარზე.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სავარაუდოდ 8 და ქვეყნის შიგნით 2 გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიების მოწყობა
·         ქართული პროდუქცია წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 7 სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ 8 საგამოფენო ღონისძიებაზე. ·         ქვეყნის შიგნით მოეწყო 2 გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიება. ·         2015 წელს ესტონეთში 2014 წელთან შედარებით ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა 53%-ით.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022