Find program results

ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებები (39 04)

Allocated 87.52 c

Program implementer

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აპარატი ; სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ; სსიპ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი ; სსიპ – საქართველოს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე

Program description

სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ახალგაზრდულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა და წახალისება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, თავისუფალი დროის შინაარსიანად ...

სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ახალგაზრდულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა და წახალისება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, თავისუფალი დროის შინაარსიანად და ეფექტურად ხარჯვის ორგანიზება, საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენა, ფორმირება და სრულყოფა;ახალგაზრდა და პოტენციურად მომგებიანი ბიზნეს იდეების მქონე საინიციატივო ჯგუფების ხელშეწყობა;ბავშვთა და ახალგაზრდობის გონებრივ, ფიზიკურ, ზნეობრივ, ესთეტიკურ და სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა, სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვის ხელშეწყობა, მოზარდთა ინტერესების შესაბამისად პროფილური წრეების, ცენტრების, კლუბების და სტუდიების შექმნის ხელშეწყობა. ბავშვებისა და ახალგაზრდების შემეცნებით შემოქმედებითი და დასვენება გაჯანსაღების ფართომასშტაბიანი პროგრამების განხორციელება;კულტურულ-შემოქმედებითი, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების მოწყობა, ქართველი ახალგაზრდების ჩართვა სხვადასხვა ღონისძიებებში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით;პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ფარგლებში ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა;პროგრამა „ახალგაზრდული ფესტივალი-2015“ ფარგლებში კულტურულ-შემოქმედებითი, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების მოწყობა, ქართველი ახალგაზრდების ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით.

საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართული, სამოქალაქო თვითშეგნებითა და პატრიოტული სულისკვეთებით გაზრდილი ახალგაზრდები; ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების აქტივობების ზრდა;ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს შორის საქმიანი თანამშრომლობა, ახალგაზრდებში გაზრდილი სამოქალაქო ცნობიერება და კანონის პატივისცემა, ახალგაზრდების მხრიდან თავისუფალი დროის შინაარსიანი და ეფექტური ხარჯვა;კულტურულ-შემოქმედებით და საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართული ახალგაზრდები; წახალისებული და მოტივირებული ახალგაზრდები.
·         ახალგაზრდულ სექტორში მასობრივად ჩართული სუბიექტები, კულტურულ-შემოქმედებით და საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართული ახალგაზრდები, საზოგადოებაში მაქსიმალურად ინტეგრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები; ·         მოზარდთა ინტერესების შესაბამისად შექმნილ პროფილურ წრეებში, ცენტრებში, კლუბებში და სტუდიებში ჩართული ბავშვები. სწავლაში, ხელოვნებასა და სპორტში განსაკუთრებით გამორჩეული ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, მათ შორის სოციალურად დაუცველებისათვის ჩატარებული ტრეინინგ-სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, კონცერტები, ფესტივალები, გამოფენები, ოლიმპიადები, საქველმოქმედო აქციები და სხვა ღონისძიბები.
წარმატებული და ინიციატივიანი ახალგაზრდების რაოდენობის ზრდა ; ახალგაზრდული ორგანიზაციების რაოდენობის ზრდა ; წახალისებული და მოტივირებული ახალგაზრდების რაოდენობის ზრდა
·         პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარი ბავშვების, მოზარდების, ახალგაზრდების რაოდენობის ზრდა, მათ შორის ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მიხედვით პროგრამების მონაწილე 100 000-მდე ბენეფიციარი, რაც 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია დაახლოებით 66.0 % -ით; ·         სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2015 წელს დაფინანსებული ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მხარდამჭერი 43 პროექტის 5 000-მდე პირდაპირი ბენეფიციარი, რაც 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია დაახლოებით 4.2 % -ით; ·         პროგრამა „მომავლის ბანაკის“ 1 728 ბენეფიციარი, რაც 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია დაახლოებით 1.7 % -ით; ·         პროგრამა „ახალგაზრდული ფესტივალი – 2015“-ის 4 802 ბენეფიციარი, რაც 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია დაახლოებით 20.0 % -ით;

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022