სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის პერსონალის პროფესიული მომზადება-გადამზადების გზით ქვეყანაში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმების, სასჯელაღსრულების სიტემაში ევროპის საბჭოსა და ...
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის პერსონალის პროფესიული მომზადება-გადამზადების გზით ქვეყანაში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმების, სასჯელაღსრულების სიტემაში ევროპის საბჭოსა და გაეროს სტანდარტების მოთხოვნათა დანერგვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა;განათლებისა და პროფესიული განვითარების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის და სასწავლო პროგრამების განვითარება;სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა;სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, აკადემიურ ინსტიტუტებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა ქვეყნების შესაბამის სასწავლო დაწესებულებებთან; სისტემაში მისაღები და მომუშავე კადრების ტესტირების ინსტიტუტის დანერგვა და მისი ჩატარება მოთხოვნილებისამებრ, სისტემაში კვალიფიციური კადრების მიღებისა და ადგილზე მათი ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა;მოქმედი სასწავლო პროგრამების განახლება და ახალი პროგრამების მომზადება ადგილობრივი რესურსებისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, სწავლების ხარისხის სისტემატური გაუმჯობესების უზრუნველყოფა; საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად პენიტენციური სისტემის თანამშრომლების სწავლებისათვის ახალი სახელმძღვანელოების მომზადება და არსებულის განახლება; სასწავლო პროცესში ჩართული ადგილობრივი და მოწვეული ტრენერების მომზადება/გადამზადების გზით სწავლების ხარისხის სისტემატური გაუმჯობესების უზრუნველყოფა; სასწავლო პროცესისა და ცენტრის პერსონალის თვითშეფასების/შეფასების დახვეწის გზით ცენტრის საქმიანობისა და სწავლების პროცესის ხარისხის სისტემატური გაუმჯობესების უზრუნველყოფა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022