სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინსტიტუციური განვითარების, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ხარისხის და რაოდენობრივი კოეფიციენტის გაუმჯობესების, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კოოპერატივების თავის დამკვიდრების ...
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინსტიტუციური განვითარების, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ხარისხის და რაოდენობრივი კოეფიციენტის გაუმჯობესების, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კოოპერატივების თავის დამკვიდრების მიზნით განხორციელდება:კოოპერატივების მეპაიეთათვის და გამგეობის/დირექტორატის წევრთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ჩატარება ( მენეჯმენტი, გაყიდვები და მარკეტინგი, სამართლებრივი საკითხები, საგადასახადო საქმე, ფინანსური აღრიცხვა, პროგნოზირება, ინფორმატიკა, კოოპერაციის პრინციპების იმპლემენტაცია და სხვა).ტრენერთა ტრეინინგების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადებას შემდგომში კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ჩასატარებლად;კოოპერატივებში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვა თეორიული ცოდნის მიწოდების გზით შემდეგი მიმართულებების შესაბამისად: ბიოწარმოება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში, მცენარეთა მოვლის, მოყვანისა და სხვადასხვა კლიმატადაპტირებადი ჯიშების მონაცემების და პოტენციალის შესწავლა, ცხოველთა შენახვის, მოვლისა (მათ შორის ვეტ-სანიტარული მდგომარეობის კონტროლის) და მკურნალობის ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები, ცხოველთა საკვებწარმოების თანამედროვე მიდგომების დანერგვა, რესურსების მენეჯმენტი და სხვა;პილოტურ რეჟიმში კოოპერატივის საქმიანობის ადგილზე პრაქტიკული ტრენინგებიs ჩატარება ერთი სრული საწარმოო ციკლის განმავლობაში (კოოპერატივის თანამონაწილეობა 20%);სტანდარტიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში კოოპერატივის შესაბამისი განცხადების განხილვის დაკმაყოფილების შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს კოოპერატივის სტანდარტიზაციის პროცესის განსახორციელებლად შესაბამისი საკონსულტაციო კომპანიის მომსახურების ორგანიზაციულ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას. საკონსულტაციო კომპანიის ამოცანების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში კოოპერატივს მიეცემა, განახორციელოს საერთაშორისო სერთიფიკატის ( ISO, HACCP ან სხვა) მიღებისათვის საჭირო ღონისძიებები;კოოპერატივის მეპაიეებისთვის ერთიანი ელექტრონული მართვის სისტემის მოხმარებაში სპეციალური ტრენიგების ჩატარება;ქვეყნის შიგნით გამოფენა-გაყიდვების ჩატარების ხელშეწყობა, რომლებზედაც შესაბამისი სასაქონლო სახით წარმოდგენილი იქნება კოოპერატივების მიერ წარმოებული და გადამუშავებული პროდუქცია;ე.წ. „საინფორმაციო ბანკის“ სისტემის დანერგვა, რომელიც კოოპერატივებს საშუალებას მისცემს, საკუთარი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ პოტენციურ შემსყიდველებს როგორც საქართველოში, ისევე საქართველოს ფარგლებს გარეთ;ქალთა და მოწყვლადი ჯგუფების (დევნილები, შეზღუდული შესაძლებლობის პირები და ა.შ) კოოპერატივებში ჩართულობის სტიმულირება.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022