ტყის მართვის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით სატყეო სფეროში არსებული საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური ბაზის სრულყოფა; ...
ტყის მართვის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით სატყეო სფეროში არსებული საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური ბაზის სრულყოფა; ტყის რესურსების მართვის არსებული ელექტრონული სისტემის შემდგომი განვითარება; სააგენტოს თანამშრომელთა უწყვეტი სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება; მერქნულ რესურსზე (მ.შ. სათბობი შეშა) მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ტყეკაფების გამოყოფა; ტყეების მრავალფუნქციური დანიშნულებით გამოყენების მექანიზმების შემუშავება; ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება; ტყეების ეფექტურად მართვისა და ფიზიკური დაცვის გაუმჯობესების მიზნით სააგენტოს ინსტიტუციონალური გაძლიერებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ტყის ფონდის ფუნქიონალური ზონირებისა და ტყის ინვენტარიზაციის ღონისძიებების განხორციელება, ტყის მდგომარეობის შესახებ მონაცემების მიღების, ანალიზისა და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვის ეფექტური სისტემის შექმნა; სახელმწიფო ტყის ფონდის დარეგისტრირებით ტყის ფონდის ტერიტორიების დაზუსტება, რითაც თავიდან იქნება აცილებული ტყის ფონდის ფრაგმენტაცია და ტყის ფართობების შემცირება.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022