Find program results

გამოძიებაზე ზედამხედველობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის პროგრამა (26 02)

Allocated 101.23 c

Program implementer

საქართველოს პროკურატურა

Program description

დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ეფექტიანი გამოძიების წარმოება და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება. გამოძიების ერთიანი მეთოდოლოგიის შექმნა და სისხლის სამართლებრივი დევნის ერთიანი მოქნილი სისტემის, ერთგვაროვანი ...

დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ეფექტიანი გამოძიების წარმოება და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება. გამოძიების ერთიანი მეთოდოლოგიის შექმნა და სისხლის სამართლებრივი დევნის ერთიანი მოქნილი სისტემის, ერთგვაროვანი პრაქტიკის დასამკვიდრებლად თითოეულ რაიონში არსებული კრიმინოგენური სპეციფიკის შესწავლის საფუძველზე შესაბამისი გაიდლაინების შემუშავება. გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებაზე კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება; საკანონმდებლო რეფორმისთვის წინადადებების შემუშავება სისხლის სამართლის კოდექსის ე.წ. მკვდარი მუხლების ამოქმედების და რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმის პროპორციული და ადეკვატური სანქციების სისტემის დანერგვა;ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაცვის უზრუნველყოფა გამოძიების მიმდინარეობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების პროცესში. ამ სფეროში სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევის გამომწვევი მიზეზების დადგენა და საერთაშორისო და უფლებადამცველი ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება; ოჯახური ძალადობის, წამების, არასათანადო მობყრობის, უმცირესობათა უფლებების დარღვევის ფაქტებზე ეფექტური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა;პროკურატურის თანამშრომელთა შერჩევის წესის გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება. ტრენინგსაჭიროებების იდენტიფიცირების მდგრადი სისტემის შექმნა, აუცილებელი ტრენინგების დაგეგმვა და შესაბამისი მოდულების შემუშავება. პროკურატურის თანამშრომელთა სამუშაო უნარ-ჩვევებზე დაფუძნებული ობიექტური, ეფექტიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შეფასების სისტემის შექმნა; სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემისა და პროკურორთა საჭიროებებზე მორგებული ელექტრონული პროგრამების დახვეწა, ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის შექმნა, პროკურორთა დატვირთვის ელექტრონული მოდულის იმპლემენტაცია, პრობლემური საკითხების იდენტიფიცირების მიზნით კვლევების ინიცირება;პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით საზოგადოებაზე ორიენტირებული პროკურატურის კონცეფციის შემუშავება, მასმედიასთან ურთიერთობის ეფექტური მექანიზმების შექმნა, პროკურორებისა და ჟურნალისტებისათვის ცნობიერებისა და უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით ერთობლივი გასვლითი სემინარების ჩატარება, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად არსებული მექანიზმების სრულყოფა; მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტის დახვეწა;პროკურატურის როლის გაზრდა დანაშაულის პრევენციის პროცესში. ამ მიმართულებით სტრატეგიის და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება;

დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმის პროპორციული და ადეკვატური სანქციების სისტემის დანერგვა;მაღალკვალიფიციური პროკურორები და პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობა;ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გაუმჯობესებული მდგომარეობა;დანაშაულის პრევენციის ახალი ღონისძიებები;არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში გადამზადებული პროკურორები.
·         მომზადდა რეკომენდაციები დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმის პროპორციულ და ადეკვატურ სანქციებთან დაკავშირებით; ·         სხვადასხვა სემინარის, ტრენინგის, სასწავლო კურსის ჩატარების შედეგად უზრუნველყოფილ იქნა პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლება, მოქალაქეებსა და პროკურატურას შორის ეფექტური კომუნიკაცია; საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე დაწყებული სამუშაოები; ·         ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით შესწავლილ იქნა სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ეხებოდა ოჯახში ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), არასრულწლოვნით ვაჭრობის, წამების, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, რასობრივი დისკრიმინაციის, სიტყვის თავისუფლების ხელყოფის, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკანონო მოთავსების, განზრახ უკანონო დაკავების ან დაპატიმრების, რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლის, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულების გამო დევნის, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოთავსებული პირების გარდაცვალების ფაქტებს. საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოებს მიეცათ შესაბამისი მითითებები, განახლებული რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად აღკვეთის ღონისძიებების შუამდგომლობების დასაბუთების შესახებ; ·         არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში განხორციელებული სიახლეების სწორად დანერგვის და ამ მიმართულებით პროკურორების სპეციალიზაციის მიზნით ჩატარდა პროკურორებისა და პროკურატურის სისტემის გამომძიებლების გადამზადების ინტენსიური კურსები.
არასრულწლოვნებთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციების რაოდენობა ; საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად არსებული მექანიზმების სრულყოფის გზების ამსახველი დოკუმენტის შექმნა ; მომზადებული კვლევების, ანალიზების, რეკომენდაციების, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული წინადადებებისა და არსებული პრაქტიკის ამსახველი ანგარიშების, რაოდენობა ; დანაშაულის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით განხორციელებული კვლევების რაოდენობა ; სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის დახვეწა, ხოლო ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამისა და პროკურორთა დატვირთვის ელექტრონული მოდულის შექმნა და იმპლემენტაცია ; საქართველოში კრიმინოგენური მდგომარეობის ამსახველი ანალიზების რაოდენობა ; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციების რაოდენობა ; ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე არსებული სისხლის სამართლის საქმეების შესწავლის საფუძველზე მომზადებული ანალიზების რაოდენობა ; არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეებზე გადამზადებულ პროკურორთა რაოდენობა ; პრევენციის ფონდის პროექტის მომზადება ; ტრენინგსაჭიროებების იდენტიფიცირებისათვის შექმნილი დოკუმენტებისა და ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა ; პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების სტანდარტის არსებობა ; დანაშაულის პრევენციის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შექმნა ; საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების რაოდენობა ; მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის აქტივობის შესახებ შექმნილი ანალიზების რაოდენობა ; პროკურატურაში მიღების დადგენილი და კონკურსის გავლისა და თანამდებობაზე დანიშვნის გაწერილი კრიტერიუმები და სტანდარტები
·         მომზადებული კვლევების, ანალიზების, რეკომენდაციების, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული წინადადებებისა და არსებული პრაქტიკის ამსახველი ანგარიშების რაოდენობა − 33; ·         მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის აქტივობის შესახებ შექმნილი ანალიზების რაოდენობა − 3; ·         არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეებზე გადამზადებულ პროკურორთა/გამომძიებელთა რაოდენობა − 210-მდე; ·         ტრენინგსაჭიროებების იდენტიფიცირებისათვის შექმნილი დოკუმენტებისა და ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა: დოკუმენტი − 1, ტრენინგი − 90; ·         ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციების რაოდენობა − 1 (განახლდა); ·         დანაშაულის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით განხორციელებული კვლევების რაოდენობა − 4; ·         საქართველოში კრიმინოგენური მდგომარეობის ამსახველი ანალიზის რაოდენობა − 3; ·         არასრულწლოვნებთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციების რაოდენობა − 2.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022