Find program results

სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა (37 01)

Allocated 111.5 c

Program implementer

შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია“ ; ააიპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ ; სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“ ; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

Program description

ქვეყნის აგრარულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და რეფორმების განხორციელება ეროვნული ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით; ...

ქვეყნის აგრარულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და რეფორმების განხორციელება ეროვნული ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით; სარწყავი და დამშრობი სისტემის, წყალსაცავების რეაბილიტაცია; სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაცია და სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის შეძენა; ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ღონისძიებების განხორციელება; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა; სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის საწარმოების უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა; მცირემიწიანი ფერმერებისათვის, რომლებიც ფლობენ 1,25 ჰექტარის ჩათვლით მიწის ნაკვეთს, სარგებლის სახით მიწის ნაკვეთის ხვნის სერვისის ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვადასხვა საქონლის (სასუქები ან/და სათესლე მასალა ან/და სასოფლო-სამეურნეო ქიმიური საშალებები) უსასყიდლოდ მიწოდება; სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის დაზღვევაში თანამონაწილეობა.

სარწყავი და დამშრობი ინფრასტრუქტურის განვითარება; სარწყავი მიწების წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესება; ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის ზრდა; დამუშავებული ფართობების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდა; სოფლის მეურნეობის დარგში ახალი საწარმოების შექმნა; სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გაფართოება; სოფლის მეურნეობის საწარმოებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის ხელმისაწვდომობის ზრდა;აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება;ფერმერებისთვის შემოსავლების შენარჩუნება და რისკების შემცირება;
·         განხორციელებული სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის ღონისძიებების შედეგად გაიზარდა გასარწყავებული და დაშრობილი ფართობის მაჩვენებელი. ·         სოფლის მეურნეობის დარგში შეიქმნა ახალი და გადაიარაღდა არსებული საწარმოები. ·         გაიზარდა დამუშავებული მიწის ფართობის მაჩვენებელი. ·         განხორციელებული გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიებებმა ხელი შეუწყო ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას მსოფლიო ბაზარზე. ·         აშენდა და მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა დარგობრივი მიმართულების საწარმო, რომელიც სარგებლობაში გადაეცემა კოოპერატივებს; ·         დარგობრივ კოოპერატივებს გაეწიათ დახმარება პროდუქციის წარმოების გაუმჯობესებისათვის საჭირო ინვენტარით. ·         აგროდაზღვევის პროექტში ჩართულმა ბენეფიციარებმა სადაზღვევო კომპანიებიდან აინაზღაურეს ზარალი დადგენილი პირობების შესაბამისად და შეინარჩუნეს შემოსავალი.
გასარწყავებული და დაშრობილი ფართობების მაჩვენებელი ; ლიზინგის სისტემის მეშვეობით დაფინანსებულ პირთა რაოდენობა ; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებლის გაუმჯობესება ; შეღავათიანი აგროკრედიტებით დაფინანსებულ პირთა რაოდენობა ; დაზღვეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის რაოდენობა ; სექტორში დასაქმებულ ფერმერთა რაოდენობა ; სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა ; მცირემიწიანი ფერმერების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მოსავლიანობის ზრდა
·         ქართული პროდუქცია წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 7 სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ 8 საგამოფენო ღონისძიებაზე, ქვეყნის შიგნით მოეწყო 2 გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიება. ·         ტრეინინგ გავლილი და კვალიფიკაცია ამაღლებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების 387 მეპაიე. ·         98 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის შესყიდულია 7 588 ერთეული სკა. ·         შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში მონაწილეობდა 13 კომერციული ბანკი;. ·         2015 წელს გაცემულია 3 950 სესხი, სულ გადაიარაღდა 600-მდე და შექმნილია 129 ახალი საწარმო. ·         საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში სარგებელი მიიღო 622 523-მა ბენეფიციარმა და ჯამში დამუშავდა 225.2 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი. ·         რეგულარულ სარწყავში გადაყვანილი მიწის ფართობი (დამატებით გასარწყავებული ფართობი) 12.4 ათასი ჰექტარი, სარწყავი მიწების წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესება 14.6 ათასი ჰექტარი, ფართობებიდან ჭარბი წყლის მოცილება 0.62 ათასი ჰექტარი, დამშრობ სისტემებზე რეაბილიტირებული ფართობი 1.37 ათასი ჰექტარი. ·         სულ 2014-2015 წლებში დაზღვეული ფართობი შეადგენს 23.7 ათას ჰექტარს, ანაზღაურებული ზარალის ოდენობა - 9 270.4 ათასი ლარი.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022