გარემოს დაცვისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა;ნარჩენების, ქიმიური ნივთიერებების, წყლის, ატმოსფერული ჰაერის, ...
გარემოს დაცვისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა;ნარჩენების, ქიმიური ნივთიერებების, წყლის, ატმოსფერული ჰაერის, ბიომრავალფეროვნების სახელმწიფო მართვა; მიწის დეგრადაციასთან ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვა;გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაგეგმილი საქმიანობების შესწავლა (პოტენციური ეკოლოგიური საშიშროების რისკის შეფასება) და გარემოსდაცვით მოთხოვნათა და გარემოს დაცვის ნორმათა გათვალისწინებით დასაბუთებული საექსპერტო დასკვნების მომზადება;ბიომრავალფეროვნების მუდმივი მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული ცხოველთა, მათ შორის საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების აღრიცხვა და მდგომარეობის შეფასება; საინფორმაციო კამპანიებისა და ღონისძიებების ჩატარება, სახელმწიფო, არასამთავრობო, ბიზნეს და საერთაშორისო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერება;დაინტერესებული მხარეებისთვის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მეშვეობით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022