ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დონის ამაღლებისათვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია და ახალი შენობების მშენებლობა, მათი მიმდებარე ტერიტორიების ...
ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დონის ამაღლებისათვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია და ახალი შენობების მშენებლობა, მათი მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა და დაცვითი სისტემებით უზრუნველყოფა, სამინისტროს ავტოპარკის მუდმივი განახლება, საგანგებო სიტუაციების მართვისათვის სასწავლო გეგმების განხორციელება, კავშირგაბმულობის საშუალებების ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, სასაზღვრო პოლიციის რეგიონალური სამმართველოების, მათი განყოფილებების და სასაზღვრო-საემიგრაციო გამშვები პუნქტების მუდმივი და შეუფერხებელი კავშირის გაუმჯობესება, სასაზღვრო სექტორებამდე და სასაზღვრო საგუშაგოებამდე მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით მისვლის ხელშეწყობა, სასაზღვრო სივრცის მოდერნიზებული სწრაფმავალი კატარღებით კონტროლირება და სამაშველო ოპერაციების წარმოება ავიაციის გამოყენებით. ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და წესრიგის უზრუნველყოფა, კომპიუტერული და სპეციალური ტექნიკის ეტაპობრივი ცვლა, ინოვაციური თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ქსელური უწყვეტი კავშირის უზრუნველყოფა, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესრულებისათვის საინფორმაციო სისტემების შექმნა, სამინისტროს მოსამსახურეთათვის სადაზღვევო მომსახურების გაუმჯობესება და სისხლის სამართლის სტატისტიკის წარმოება უწყებებს შორის შეთანხმებული მემორანდუმის შესაბამისად.საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების ხელშეწყობით პირადი შემადგენლობის კვალიფიკაციის ამაღლება, მომზადება–გადამზადება.საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის გაცვლა, ერთობლივი ოპერაციების ჩატარება და სხვა.საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის და სამართლებრივი ბაზის განვითარება;არალეგალ მიგრანტთა გამოვლენის პროგრამის დანერგვა, რომლის დანიშნულებაა მიგრანტის შესახებ ყველა იმ ინფორმაციის შეგროვება და ასახვა პროგრამაში, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ტერიტორიაზე მათ ლეგალურ თუ არალეგალურ ყოფნასთან. სისტემა მოახდენს იმ პირის იდენტიფიცირებას, რომელსაც არ აქვს ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის საფუძველი. მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, მიგრაციის სამსახური განახორციელებს უცხოელთა ქვეყანაში ყოფნის მონიტორინგს.არალეგალ მიგრანტთა განთავსების ცენტრის აღჭურვა შესაბამისი მატერიალურ/ტექნიკური ბაზით, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს;ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, არაადამიანური მოპყრობის აღკვეთა და სისხლის სამართლებრივ საქმეებზე დაკავებული და ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირებისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნა. შესაბამისი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება.შესაბამისი პრევენციული სახის ღონისძიებების გატარება ნარკომანიასთან ბრძოლის კუთხით.ქვეყნის მასშტაბით ქბრბ საფრთხეებისადმი ერთიანი მექანიზმის ჩამოყალიბების მიზნით, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) პროგრამის განხორციელება. ქბრბ კუთხით არსებული მდგომარეობის მუდმივი შესწავლისა და შეფასების, ახალი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების საფუძველზე, განხორციელდება სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პერიოდული განახლება.ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში აღებული ვალდებულებების თანახმად, საქართველოში ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი და ინსტიტუციონალური ჩარჩოს ჩამოყალიბება.ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი, ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული შსს-ს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.წინასწარი დაკავების საკნებში მოთავსებულთა რეგისტრაცია, სამედიცინო შემოწმება და რეგულარული მონიტორინგი წინასწარი დაკავების იზოლატორებზე.მოთავსებულთა ინფორმირება (საპროცესო უფლებების შესახებ), დაკავებულ პირთათვის საკვების მიწოდება და სანიტარული პირობების გაუმჯობესება.სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, არაადამიანური მოპყრობის აღკვეთა და დაკავებული და ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირებისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნა.დანაშაულის პრევენციის კუთხით აქტიური თანამშრომლობა საზოგადოებასთან. საზოგადოებასთან ინტენსიური ურთიერთობების მექანიზმების შემუშავება და სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიების ჩატარება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა თვითშეგნების ამაღებისა და ჩართულობისთვის.საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლირებადი სივრცის მაქსიმალურად გასაკონტროლებლად და კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოსავლენად და აღსაკვეთად, სასაზღვრო სექტორებამდე და სასაზღვრო პოსტებამდე გზებისა და ხიდების მშენებლობა, შესაბამისი ქვედანაყოფების მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა. სასაზღვრო სექტორებისათვის ახალი შენობების მშენებლობა, დასაცავი მონაკვეთებისათვის სათვალთვალო კოშკურების მოწყობა და არსებულის რეაბილიტაცია, საგუშაგოებისა და პოსტების ელექტრიენერგიით უზრუნველყოფა, კავშირგაბმულობის სისტემის მოდერნიზაცია და სახელმწიფო საზღვრის სრული პერიმეტრის დაფარვა სათანადო რადიოკავშირის საშუალებებით.სანაპირო დაცვის შესაძლებლობების შემდგომი განვითარება, ახალი, უფრო ეფექტური მცურავი საშუალებებით აღჭურვა და არსებულის მოდერნიზება. რადიოტექნიკური დაკვირვების სისტემების და მცურავი საშუალებების მეშვეობით საქართველოს საზღვაო სივრცეში სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლი, სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოსა და უცხო ქვეყნის გემების საქმიანობის მონიტორინგი, ზღვაოსნობისა და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ზღვაზე ძებნა-გადარჩენის ოპერაციების განხორციელება, ნავსადგურის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა კონტროლი, ზღვის მხრიდან სტრატეგიული ობიექტების დაცვა.სახელმწიფო საზღვრის დამრღვევთა ძებნისა და დევნის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით კინოლოგიური სამსახურის განვითარება, ვოლიერებისა და სამძებრო ძაღლებისთვის სავარჯიშო ტერიტორიების მოწყობა;სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დღისით და ღამით, რთული მეტეოპირობების მიუხედავად სრულყოფილად ჩატარების მიზნით, სასაზღვრო ავიაციის საფრენი აპარატების და სანაპირო დაცვის სწრაფმავალი კატარღების თანამედროვე საკომუნიკაციო–სანავიგაციო და ღამის ხედვის ხელსაწყოებით აღჭურვა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022