ენერგეტიკის უსაფრთხოების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მონიტორინგი და მათი განხორციელების კოორდინაცია.საქართველოს ენერგეტიკის დარგში ...
ენერგეტიკის უსაფრთხოების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მონიტორინგი და მათი განხორციელების კოორდინაცია.საქართველოს ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა.ელექტროენერგიის დამატებითი, ალტერნატიული და განახლებადი წყაროების მოძიების, ენერგიის შემცველი წყაროების უპირატესი ათვისებისა და ამ კუთხით დარგის სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება.ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. არსებული წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, მოქმედი ინვესტორების საქმიანობის კოორდინაცია, აღნიშნულის ფარგლებში ნავთობისა და გაზის ოპერაციების მონოტორინგი, კომპანიების ყოველწლიური სამუშაო გეგმების და ბიუჯეტების განხილვა, შეთანხმება და შესრულების მონიტორინგი.ინვესტორებისაგან ყველა სახის ტექნიკური ინფორმაციის მიღება, დამუშავება, სისტემატიზაცია, ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა, ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის ერთიანი მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა.ნავთობისა და გაზის რესურსების ათვისების და ნავთობის გადამუშავების სფეროში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა.შავი ზღვის შელფის საქართველოს ნაწილზე ნახშირწყალბადების რესურსების ათვისების მიზნით პოტენციური ინვესტორების მოძიება.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022