საზოგადოებრივი ცენტრების (სოფლის სახლების) მშენებლობის განხორციელება გამართული ფუნქციონირება და მომსახურების ეფექტიანი მიწოდება. საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციის განვითარება საჯარო ბიბლიოთეკების ბაზაზე, რომელიც ...
საზოგადოებრივი ცენტრების (სოფლის სახლების) მშენებლობის განხორციელება გამართული ფუნქციონირება და მომსახურების ეფექტიანი მიწოდება. საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციის განვითარება საჯარო ბიბლიოთეკების ბაზაზე, რომელიც გულისხმობს შერჩეული სოფლის ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურის გამართვას, ტექნიკითა და ინტერნეტით უზრუნველყოფას და თანამშრომელთა გადამზადებას;ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტის განხორციელება;სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ხელშეწყობა, მონაცემთა ბაზების ტექნოლოგიური სრულყოფა, მონაცემთა ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა, მონაცემთა ბაზებში ხარვეზების ანალიზი და გამოსწორება;მოსახლეობის რეესტრის ხარისხის გაუმჯობესება; განახლებადი, საიმედო მონაცემთა ბაზის შექმნა და დამისამართების ერთიანი სტანდარტის დანერგვა, ციფრული ხელმოწერა და ორგანიზაციის ციფრული შტამპის განვითარება.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019