მოძებნე პროგრამის შედეგები

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა (25 02 03)

გამოყოფილია 95.02 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი ; საავტომობილო გზების დეპარტამენტი

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამა მოიცავს ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის სამუშაოების ჩატარებას. აღნიშნული საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა გაზრდის სატრანსპორტო გადაზიდვების საერთაშორისო კოლიდორებში საქართველოს საგზაო ...

პროგრამა მოიცავს ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის სამუშაოების ჩატარებას. აღნიშნული საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა გაზრდის სატრანსპორტო გადაზიდვების საერთაშორისო კოლიდორებში საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის კონკურენტუნარიანობას, უზრუნველყოფილი იქნება ავტოტრანსპორტის გაზრდილი ნაკადების გამტარუნარიანობა და უსაფრთხო მოძრაობა

ევროპა–კავკასია–აზიის სატრანსპორტო დერეფნის შემადგენილი ნაწილის ფოთი–თბილისი–წითელი ხიდის საავტომობილო გზის (E-60 ავტომაგისტრალი) რეკონსტრუქცია–მოდერნიზაცია და განვითარება.
·         ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილის ფოთი-თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის (E-60 ავტომაგისტრალი) რეკონსტრუქცია-მშენებლობა ზრდის სატრანსპორტო გადაზიდვების საერთაშორისო კორიდორებში საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის კონკურენტუნარიანობას, უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გაზრდილი ნაკადების გამტარუნარიანობას და უსაფრთხო მოძრაობას.
საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის კონკურენტუნარიანობა, ავტოტრანსპორტის ნაკადების გამტარუნარიანობა და უსაფრთხო მოძრაობა
·         საანგარიშო პერიოდში დასრულდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რუისი-აგარა კმ95-114 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები. მოძრაობა გახსნილია 19.5 კმ, მათ შორის 2015 წელს დასრულდა 8.5 კმ გზის მშენებლობა; ·         ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის კმ0-კმ15.2 მონაკვეთის 50% დაგებულია ცემენტობეტონის საფარით; ·         ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის კმ0-კმ24 მონაკვეთის 9.2 კმ-ზე ძირითადში დასრულდა ცემენტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები (მოძრაობა ჯერ გახსნილი არ არის); ·         თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აგარა-ზემო ოსიაური კმ114-126 მონაკვეთის 3 კმ-ზე მოეწყო ცემენტობეტონის საფარი; ·         საანგარიშო პერიოდში სულ მოეწყო ცემენტობეტონის 29 კმ-იანი საფარი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019