მოძებნე პროგრამის შედეგები

ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უზრუნველყოფა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით (27 04)

გამოყოფილია 83.51 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანმრთელობის დაცვის რეგულირება და ადმინისტრირება;ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურების განხორციელება პირველადი ჯანდაცვის დონეზე პატიმრობისა და ...

სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანმრთელობის დაცვის რეგულირება და ადმინისტრირება;ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურების განხორციელება პირველადი ჯანდაცვის დონეზე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებებში, შემდგომ ჯანდაცვის დონეებზე, როგორც სასჯელაღსრულების, ასევე სამოქალაქო ჯანდაცვის სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში;სასჯელაღსრულების სისტემაში გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა გავრცელების პრევენცია, ეპიდემიოლოგიური კონტროლი და მეთვალყურეობა;პირველადი ჯანდაცვის რგოლის ფუნქციონირება და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება; ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უზრუნველყოფა სამკურნალწამლო საშუალებებით, მათთვის სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება სასჯელაღსრულების სისტემასა და მის გარეთ; პენიტენციურ დაწესებულებებში აივ, ტუბერკულოზის და C ჰეპატიტის ინფექციების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უზრუნველყოფა; მსჯავრდებულთათვის ფსიქიატრიული დახმარების, ხოლო წამალდამოკიდებულ პირთათვის მკურნალობისა და რეაბილიტაციის უზრუნველყოფა; მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა სასჯელისაგან გათავისუფლება; სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება.

მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება
·         მსჯავრდებულთა ჯამრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
პენიტენციური სისტემაში პრევენციული ჯანდაცვის სერვისებზე100%-ით ხელმისაწვდომობა ; ექვივალენტური სამედიცინო დახმარებით 100%-ით უზრუნველყოფილი, შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა ბენეფიციარი
·         პენიტენციური სისტემაში პრევენციული ჯანდაცვის სერვისები ხელმისაწვდომობია ბრალდებულ/მსჯავრდებულთა 100%-თვის; ·         ეკვივალენტური სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფილი, შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციართა პროცენტული რაოდენობა - 100%.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019